ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმა ინტერნეტზე იყო მორგებული
ფოტო: Shutterstock
ახალ ზელანდიაში განხორციელებული თავდასხმა დასაწყისიდანვე ხალხის ყურადღების მიპყრობასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებაზე იყო გათვლილი.
ოფიციალური ცნობებით თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, 20 კი სერიოზულად დაშავდა. ახალი ზელანდიის პოლიცია ქალაქის მოსახლეობას ამ ეტაპზე სახლში დარჩენას ურჩევს.
17-წუთიანი ვიდეო, რომელიც თავად თავდამსხმელმა გადაიღო ფეისბუქზე, იუთუბზე, ტვიტერსა და ინსტაგრამზე გავრცელდა.
ინციდენტამდე ინტერნეტ-ფორუმ 8chan-ზე, სავარაუდოდ თავად თავდამსხმელმა, გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდის ბმული, სადაც ის ინციდენტის პირდაპირ ეთერში ჩვენებას გეგმავდა. მან ასევე 73-გვერდიანი წერილიც გაავრცელა, სადაც ის თავდასხმის მოტივებსა და სხვადასხვა საკითხზე საუბრობს. ფეისბუქმა აღნიშნული გვერდი და ვიდეო უკვე წაშალა.
"ახალ ზელანდიაში მომხდარი ინციდენტი პირველად 8chan-ზე დაანონსდა, თავდასხმა კი ფეისბუქზე პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა, ის მალევე გავრცელდა YouTube-სა და Reddit-ზეც. სანამ აღნიშნული კომპანიები რეაგირებას მოასწრებდნენ, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდებოდა", - აცხადებს Washington Post-ის ჟურნალისტი დრიუ ჰარველი საკუთარ ტვიტში.
თავდამსხმელის მიერ გავრცელებული ვიდეო და წერილი საზოგადოების ყურადღების მიქცევაზე იყო გათვლილი. ვიდეოს დასაწყისში თავდამსხმელი აცხადებს: "გახსოვდეთ, გამოიწერეთ Pewdiepie-ს არხი". PewDiePie, იგივე ფელიქს შელბერგი მსოფლიოში ცნობილი იუთუბერია, რომელსაც ამჟამად ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს.
"სრულად შეძრული ვარ, რომ თავდამსხმელმა ვიდეოში ჩემი სახელი ახსენა", - აცხადებს შელბერგი.
თუ შელბერგი აღნიშნულ შემთხვევას სასწრაფოდ არ დაგმობდა, შესაძლებელია ვინმეს გასჩენოდა აზრი, რომ მისი იუთუბ არხი თავდამსხმელისათვის რაიმე სახით ინსპირაციის წყარო იყო. თუმცა, შეტყობინების გავრცელებით, შელბერგმა აღნიშნული სიახლე დამატებით მილიონობით ადამიანს შეატყობინა.
თავდამსხმელის მიერ გავრცელებულ წერილში შეხვდებით რასიზმსა და შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, რომ მსოფლიოში თეთრკანიანი ადამიანების დევნა მიმდინარეობს.
მის წერილში ასევე ნახსენებია თამაში Fortnite და Spyro the Dragon. ისევე როგორც ქენდის ოუენსი, რომელიც ცნობილი ამერიკელი კონსერვატორია. აღნიშნული საკითხების ხსენება ემსახურება მიზანს, რომ ტერორიზმის თემა მედია საშუალებებში რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს. თავდამსხმელებს სურთ, რომ საზოგადოებაში მათზე რაც შეიძლება დიდ ხანს ისაუბრონ. მის წერილში ნახსენები არიან სხვა თეთრი სუპრემასისტებიც. ასეთი თავდასხმების მიზანი უდანაშაულო მოსახლეობის შეშინება და სხვა სუპრემასისტების წახალისებაა.
თავდამსხმელთათვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების ყურადღების მიქცევაა. სოციალური ქსელების მეშვეობით კი ახლა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ისეთი მარტივია, როგორც არასდროს. ინტერნეტის ეპოქამდე მსგავს მასალებზე წვდომა მხოლოდ პოლიციასა და მედია სააგენტოებს ჰქონდათ. ახლა კი მისი გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
2015 წელს ვირჯინიაში თავდამსხმელმა ადამიანები პირდაპირ ეთერში დახოცა, ვიდეო კი Twitter-სა და Facebook-ზე ატვირთა. ყურადღების მისაპყრობად ორივე პლატფორმაზე ვიდეოები ავტომატურ რეჟიმში ირთვება. 2015 წლის ინციდენტის შემდეგ კი ამ პლატფორმებზე არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, ამჟამინდელი ვიდეოც სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.
თავდაპირველი პირდაპირი ჩართვის თავიდან აცილება რთული იქნებოდა, თუმცა სხვა ადამიანების მიერ ხელმეორედ ატვირთულმა ვიდეოებმა ეს შემაძრწუნებელი ამბავი მთელ მსოფლიოს მოსდო.
ამ ვიდეოსა და წერილის სწრაფი გავრცელება იმის კარგი მაგალითია, თუ რამდენად გაუკონტროლებელია ინტერნეტი. მომხმარებლები ვიდეოს ატვირთვას YouTube-სა და Twitter-ზე განმეორებით კიდე ცდილობენ.
ახალ ზელანდიაში მომხდარი ინციდენტი ამ დრომდე განხორციელებულ მსგავს თავდასხმებს წააგავს. მასობრივი თავდასხმები შესაძლოა "გადამდები" იყოს, ხოლო რაც უფრო მეტი დამნაშავე მოხვდება მედია სააგენტოებისა და სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრში, შესაძლოა მით უფრო მეტმა ადამიანმა მოინდომოს მათთვის მიბაძვა.
ადამიანები სოციალურ ქსელსა და მედია პლატფორმებში ყურადღების მოპოვებაში უფრო და უფრო დახელოვნებულები ხდებიან, აღნიშნულ პლატფორმებს კი მოუწევთ ახალი მეთოდოლოგიების შემუშავება, რომლითაც ისინი მსგავსი ინციდენტების გავრცელებასა და თავდამსხმელების მიმართ გამოხატული მხარდაჭერის აღკვეთას შეძლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ასეთ ადამიანებს უფრო და უფრო მეტი მიმბაძველი გამოუჩნდეთ.
ამავე თემაზე:
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები