სოსლანი და აღმაშენებელი — ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის იარაღზე ქართული წარწერებია
რამდენიმე ონლაინგამოცემა ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმის, სავარაუდო, იარაღის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მჭიდებზე რამდენიმე ენაზე წარწერაა გაკეთებული, მათ შორის ქართულად: "დავით სოსლანი" და "დავით აღმაშენებელი".
ფოტო: Daily Mail
ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი, ლაშა ბაქრაძე ფეისბუქზე წერს, რომ მჭიდზე თურქ-ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლთა სახელები წერია:
- მარკო მილიანოვი (Марко Мильанов) — სერბი მხედართმთავარი, რომელიც თურქი-ოსმალებისგან სერბეთის გათავისუფლებისთვის იბრძოდა;
- სტეფან ლაზარევიჩი (Стефан Лазаревић) — სერბეთის მმართველი, რომელიც თურქებს ებრძოდა.
- დმიტრი სენიავინი (Dmitry Senyavin) — რუსი ადმირალი, ათონის ბრძოლაში თურქები დაამარცხა;
- ედვარდ კორდინგტონი (Edward Codrington) — ბრიტანელი ადმირალი, რომელმაც საზღვაო ბრძოლაში თურქები დაამარცხა;
- მარკო ანტონიო ბრადაგინი (Marco Antonio Bragadin) — ვენეციელი მხედართმთავარი, რომელიც თურქების წინააღმდეგ იბრძოდა;
- ერნსტ რუდიგერ ვონ შტარემბერგი (Ernst Rüdiger von Starhemberg) — ავსტრიელი მარშალი, იბრძოდა თურქების წინააღმდეგ.
ამასთან დაკავშირებით On.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადა გვითხრეს, რომ წარწერებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღიათ. გარდა ამისა, მათ გვითხრეს, რომ თავდასხმის დროს საქართველოს მოქალაქე არ დაღუპულა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით პარტნიორებთან თანამშრომლობენ.
ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 40 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 დაშავდა. პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი, სამი კაცი და ერთი ქალი უკვე დააკავა. ჯერჯერობით კონკრეტულად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში, უცნობია.
შეიარაღებული თავდასხმა ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებზე განხორციელდა. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ალ-ნურის მეჩეთში 300 ადამიანი იყო. თვითმხილველები ყვებიან როგორ დაინახეს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც მეჩეთში შევიდა და სროლა დაიწყო.
შეიარაღებული თავდასხმის გამო ქალაქში ყველა მეჩეთი დაკეტილია. ამასთანავე, სკოლებში შეწყდა სასწავლო პროცესი და დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა


კომენტარები