ჩუგოშვილი: მოსამართლეების ამ სიას არ უნდა მივუბრუნდეთ, დეპუტატების უმრავლესობა მათი წინააღმდეგია
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. ვიცე-სპიკერს მიაჩნია, რომ პარლამენტი ამ სიას არ უნდა მიუბრუნდეს და არ უნდა იმსჯელოს.
"მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, რაოდენობრივად გამიჭირდება თქმა, რამდენი დეპუტატი უჭერს მხარს და რამდენი არა, ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ უმრავლესობა წინააღმდეგია. როგორც კონკრეტული გვარების გამო, ასევე იმის გამო თუ რა ფორმით მოხდა ამ სიის შემოთავაზება პარლამენტისთვის; წინასაახალწლოდ, 24 დეკემბერს, განუხილველად, წინასწარი დისკუსიების გარეშე. გამოიწვია კიდეც ამ ყველაფერმა საზოგადოების გულისწყრომა", — განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის თქმით, განხილვა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როცა მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები გაიწერება.
"არ მგონია, რომ ამ სიას უნდა მივუბრუნდეთ, არ მგონია, რომ საერთოდ უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ გვარებზე, სანამ პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს და არ გაწერს ყველაფერს, რაც გასაწერია კანონმდებლობაში. და მხოლოდ ამის შემდეგ იუსტიციის საბჭომ უნდა წარმოგვიდგინოს სია", — განაცხადა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეს შეფასება ბიძინა ივანიშვილის განცხადების შინაარს არ ეწინააღმდეგება.
ჩუგოშვილის თქმით, მოსამართლეების არჩევა არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ოცნების მთავრობამ უნდა მიიღოს ამიტომ დასაფიქრებელია ვის და როგორ აარჩევენ.
უვადო მოსამართლეობის კანდიდატები და დაპირისპირება მმართველ გუნდში
ქართულ ოცნებაში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში არიან ისეთი კანდიდატები, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანად მოიხსენიებენ, მათ შორის არის თავად მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და სხვები. ეკა ბესელიას პოზიციით, ეს მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებიან და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბესელიას თქმით, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს, როგორც პირადად ისე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვდა. ის აცხადებს, ამ სიის დამტკიცების შემთხვევაში მზად არის ქართული ოცნების გუნდი დატოვოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზეს. მან ამ საკითხზე კომენტარი იმ ოთახის წინ გააკეთა, რომელსაც კობახიძის თქმით, ბესელიასთვის არემონტებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბესელიას გუნდურად თამაშისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევს.
ბესელიამ კი ტელეკომპანია პირველის ეთერში მოუწოდა ქართულ ოცნებასა და იუსტიციის საბჭოს გაიწვიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია უკან და დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. მან ურჩია ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს, რომ "თითის ქნევით არ ელაპარაკონ და ნურც გამოცდას უტარებენ".
ცალკე საკითხია იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების სიის დაკომპლექტება. დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები