მდუმარე აქცია პარლამენტის წინ — ერთი წელი პანკისის სპეცოპერაციიდან
პანკისის სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა, ერთი წელი გავიდა. დაღუპულის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ მდუმარე აქცია მოაწყო. ბოლო ერთი წლის მსგავსად, ის დღესაც ითხოვდა ყველა იმ პირის დასჯას, რომელიც მისი შვილის დაღუპვაში არის დამნაშავე.
"დღევანდელი დღე ჩვენ აღვნიშნეთ დუმილით... მთელი ხელისუფლება დუმს, რადგან დღეს თვითონ ერთმანეთს აბრალებენ რატომ ჩავიდინეთ ეს მკვლელობაო. უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ხელისუფლების ხელში ამ საქმის გამოძიება შეუძლებელი გახდა, მე ვეცდები, რომ მივაწვდინო ეს მსოფლიოს ყველა კუთხეში და მივაღწიო მიზანს", — განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში მათ შედეგი ვერ მიიღეს. მისივე თქმით, პროკურატურის გამოძიებაში არ იკვეთება პოლიტიკური ნება, რომ დამნაშავე დაისაჯოს:
"ჩვენ არ გვაქვს წვდომა მასალებზე, არ გვაქვს [დაზარალებულის] სტატუსი და ამ პროცესში არაფერს წარმოვადგენთ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ მივიღეთ არაფერი".
მაჩალიკაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ პარლამენტში ამ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც კუბლაშვილმა On.ge-ს უთხრა, კომისიის შექმნა გამჭვირვალობისთვის არის საჭირო.
"ორივე მხარის პოზიცია ბევრისთვის ბუნდოვანია. თუ იქნება ეს პროცესი ყველასთვის გამჭვირვალე და ამაში მონაწილეობას მიიღებს ორივე მხარე, სიმართლეს მოეფინება ნათელი".
მისივე თქმით, სამხარაულის ეროვნული ბიურო არ ეთანხმება მათი მოწვეული ექსპერტების დასკვნას, რომ სროლის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი იწვა. კუბლაშვილი ამბობს, რომ ბიურო თავის დასკვნაში ვერ დაწერს, რომ მაჩალიკაშვილი სროლის დროს წამომჯდარი იყო ან თავი ჰქონდა წამოწეული.
"მაინტერესებს, თუ დაწერეს, რომ ვერ დაადგინეს რა არგუმენტებით გაამყარებენ ამას. ისინი ვალდებულები არიან, რომ თავისი პოზიცია არგუმენტებით გაამყარონ".
სპეცოპერაცია პანკისში
2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის ვერსიას არ იზიარებს და ამბობს, რომ თემირლანი მოკლეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის ღამეს მათთან სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე სოსო გოგაშვილი იყო ჩასული და ემუქრებოდა.
გოგაშვილი 21 აგვისტოს მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები