სალომე ზურაბიშვილი: არ მგონია, რომ ახლა რუსეთთან თანამშრომლობას შევძლებთ
"მე არასდროს მისაუბრია რუსეთთან თანამშრომლობაზე", — ამის შესახებ პრეზიდენტობის გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუს დროს განაცხადა. კითხვაზე, როგორ გეგმავს ის ბალანსის შენარჩუნებას, ევროპასთან და რუსეთთან ურთიერთობისას, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "ყალბი ამბავი" გავრცელდა, თითქოს მას რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსება სურს.
"მე არ მგონია, რომ სანამ რუსეთი ასე იქცევა საოკუპაციო ხაზზე, სადაც ყოველ დღე იტაცებენ ადამიანებს და სანამ ეს ხაზი, ეს მუდმივი საფრთხე ჩვენი ტერიტორიების სიღრმეში შემოდის, თბილისთან უფრო და უფრო ახლოს, ასევე, იმის გათვალისწინებით, როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებით, არ მგონია, რომ ჩვენ თანამშრომლობას შევძლებთ", — ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, თუკი დასავლელი, ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორები დიალოგს დაიწყებენ რუსეთთან, რაიმე ფორმით, "საქართველოც მათ გვერდით იქნება".
კითხვაზე, "ვინ არის თქვენთვის ვლადიმერ პუტინი"? — ზურაბიშვილი პასუხობს, რომ როცა ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა მის [პუტინის] საგარეო საქმეთა მინისტრთან, რუსული ბაზების გაყვანის შესახებ, მაშინ, "შესაძლოა, ის სულ სხვა ვლადიმერ პუტინი იყო, ვიდრე დღესაა".
"მაშინ რუსეთი დათანხმდა საკუთარი ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან გაეყვანა. არ მგონია, რომ ეს ახლა ისევ განმეორდება, მიუხედავად იმისა, რომ მე ისევ იგივე დიპლომატიური უნარები მაქვს. ვფიქრობ, ახლა, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, მაშინ, როცა რუსეთი საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას დამოუკიდებლად აღიარებს, რუსეთთან დიალოგის ყველა შანსი დაბლოკილია".
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგი მომავალში შეიძლება, მაგრამ, როგორც ამბობს, "ჩვენ ეს მარტომ არ უნდა გავაკეთოთ".
"ეს უნდა იყოს საერთო დიალოგის ნაწილი. თუ ეს მოხდება, ეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ჩვენ ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ ევროპელ პარტნიორებთან. თუკი ისინი დაიწყებენ რუსეთთან დიალოგს, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო განზე არ დარჩება, რომ საქართველოს პრინციპები — სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა — იქნება დაცული, როგორც მოლაპარაკებების ნაწილი".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები