რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია — საერთაშორისო გამოხმაურება აზოვის ზღვაში თავდასხმაზე
რუსეთის სამხედრო ძალებმა 25 ნოემბერს უკრაინის გემებს ქერჩის სრუტეში თავს დაესხა და 23 უკრაინელი მეზღვაური და სამი გემი დააკავა.
აღნიშნულ ქმედებას მაშინვე მოყვა რეაქცია საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან. ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენების გამო გაეროს უშიშროების საბჭო 26 ნოემბერს საგანგებო სხდომას გამართავს. ამ ქმედებების გამო რუსეთს შესაძლოა, ახალი სანქციები დააკისრონ. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინაში შესაძლოა, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც უკრაინა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს. მისივე თქმით, რუსული მხარე მოუწოდებს კიევის "დასავლურ სპონსორებს" რომ დაამშვიდონ ისინი, ვინც ამ ინციდენტიდან პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომ მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა საერთაშორისო სამართლის დარღვევა დ გაეთავისუფლებინა დაკავებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აღნიშნულ ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის გემებზე თავდასხმა ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას.
"საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის", — დაწერა ზალკალიანმა ტვიტერზე.
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წარმომადგენელმა რესპუბლიკური პარტიიდან, ბრაიან ფიცპატრიკმა განაცხადა, რომ აზოვის ზღვაში რუსეთის თავდასხმა პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას და მოუწოდა ვაშინგტონს უკრაინის გვერდით დადგეს.
"მოვუწოდებ პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას, რომ მომავალ კვირას G20-ის შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხი დასვას", — აცხადებს ფიცპატრიკი.
რუსეთის მიერ თავდასხმიდან მალევე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ ევროპამ თავდაცვისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, ევროპა აშშ-ს ვაჭრობისთვის იყენებს და შემდეგ თავდაცვისთვის საჭირო თანხებს არ იხდის.
უკრაინული გამოცემა ევროპეისკაია პრავდას ინფორმაციით, NATO-ს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება აზოვის ზღვაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და, ასევე, აქვთ კონტაქტი უკრაინის ხელისუფლებასთან. ისინი მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
რუსეთის აგრესია დაგმო პოლონეთმაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ხელყოფის გარდა, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაარღვია.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხრისტია ფირლანდმა ტვიტერით მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ტყვეები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო გადაადგილება:
"მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეაჩეროს ესკალაცია... კანადა უცვლელად მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს".
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის თავდასხმაზე "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა.
"აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".
ესტონეთმა მიმართ რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინული გემები.
რა ხდება?
რუსულმა მხარემ 25 ნოემბერს სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან რამდენიმე დაჭრილი და მძიმედ დაშავებულია.
უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი შეკრიბა და განაცხადა, რომ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი.
კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშრუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან. კერძოდ, ორი გემი "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად ოდესიდან, ქერჩის სრუტის გავლით, მარიუპოლში მიცურავდნენ. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.
ინფორმაცია უკრაინული გემების დაკავების შესახებ რუსულმა FSB-მ დაადასტურა. მათი განცხადებით, რუსულმა მხარემ სამი გემი დააკავა. ასევე, რუსული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის შედეგად მხოლოდ სამი მეზღვაური დაშავდა.
2014 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის კუთვნილი ყირიმი დაიპყრო. ყირიმის ნახევარკუნძული დე ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი.
მას შემდეგ, რუსმა სეპარატისტებმა უკრაინაზე თავდასხმა 2014 წლის აპრილში დაიწყეს, რასაც აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინა და დასავლეთი რუსებს რეგიონში ჯარისკაცების გაგზავნასა და სეპარატისტების შეიარაღებაში ადანაშაულებს. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ რუსი მოხალისეები ამბოხებულებს საკუთარი ნებით ეხმარებიან.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები