რას ნიშნავს, როცა არჩევნებზე არ მიდიხარ, ან ბიულეტენში ყველა კანდიდატს ხაზავ — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ხვალ, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს ბოლო არჩევნებია, როცა მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით, ანუ არჩევნების გზით აირჩევს. ამ თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია კანდიდატმა მიიღოს ხმების ნახევარზე (50% +) მეტი.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 — პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

On.ge შეეცდება აგიხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებზე მისვლა და თუნდაც სასურველი დაბალრეიტინგული კანდიდატის შემოხაზვა იმისთვის, რომ არ გაიმარჯვოს არასასურველმა პირმა.

რა ფაქტორები მოქმედებს არჩევნების შედეგებზე?

არჩევნების შედეგებზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს ხოლმე:

  • რამდენი ამომრჩეველი ჰყავს კანდიდატს;
  • რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე;
  • რამდენი ბიულეტენი გაუქმდება.

როგორ ითვლება ხმები?

არჩევნების დასრულების შემდეგ ყველა უბანზე იწყება ხმების დათვლა. გამარჯვებული ვლინდება მხოლოდ არჩევნებზე მისული ადამიანების ხმებით, ყველა ბიულეტენი კი, რომელზეც მკაფიოდ არ ჩანს ერთი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა, ბათილია.

ბათილი ბიულეტენი ნიშნავს, რომ თქვენი არჩევანი არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ ახდენს და დიდი განსხვავება არ არის მიხვალთ თუ არა არჩევნებზე.

მოქალაქეების რა ნაწილი მიდის არჩევნებზე?

NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, რომლის პრეზენტაციაც პირველ აგვისტოს გაიმართა მოსახლეობის 41 პროცენტი არ აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

რა კავშირი აქვს არჩევნებზე არ მისვლას, ან ბიულეტენის გადახაზვას საბოლოო შედეგზე?

დავუშვათ, რომ საქართველოში 100 ადამიანი ცხოვრობს და გვყავს სამი ყველაზე რეიტინგული კანდიდატი (A, B, C) და 20-მდე შედარებით დაბალრეიტინგული კანდიდატი. მათი რეიტინგი კი ყველა ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემის შემთხვევაში ასე ნაწილდება:

  • A — 34;
  • B — 20;
  • C — 18;
  • ყველა სხვა კანდიდატი — 28.

ამ მოცემულობით გამოდის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ტურით გამარჯვებული პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ ვლინდება.

დავუშვათ, რომ არჩევნებზე არ მივა მოსახლეობის 41 პროცენტი (NDI-ს კვლევა) და მოსახლეობის 9 პროცენტი ბიულეტენში ყველა კანდიდატს გადახაზავს. ხოლო ეს ამომრჩევლები იქნებიან B, C და ყველა უფრო დაბალრეიტნიგული კანდიდატის მხარდამჭერები, მაშინ ხმები ასე გადანაწილდება:

  • A — 34 (68%);
  • ყველა სხვა კანდიდატი — 16 (32%).

ამ შემთხვევაში A კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, რადგან მას ექნება ხმების ნახევარზე მეტი მეტი, 68 პროცენტი. რაც იმას ნიშნავს, რომ 34 ადამიანი გადაწყვეტს, ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.

ამ ორი მაგალითიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ არჩევნებზე მისვლა, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენთვის სასურველი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, საბოლოო შედეგებზე გავლენას ახდენს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების…