როგორ ხვდება ჩვენი ფული რუსი ბიზნესმენების ჯიბეში და რომელი სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობენ მათთან — ჟურნალისტური გამოძიება
ფოტო: აი ფაქტი
აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობამ დევნილებისთვის 101 კილოგრამი რუსული ტკბილეული იყიდა, რაშიც 1 746 ლარი გადაიხადა. "ოზერას", "ზაგორსკაიას", "იარჩეს" და "მუ-მუიკას" კანფეტები 2024 წლის იანვარში შეიძინეს შპს "კადევე საქართველოსგან", რომელიც ციმბირში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება "კადევეს" ეკუთვნის. მისი ერთ-ერთი მფლობელი კი უკრაინის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, დენის შტენგელოვია.
ეს არ ყოფილა არც გამონაკლისი, არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტით, ანუ ჩვენი ყველას ფულით რუსეთის მოქალაქეებმა იხეირეს.
ჩვენ გადავამოწმეთ ბოლო 10 წელში საქართველოში რეგისტრირებული 5 000-ზე მეტი რუსული კომპანია და გამოვავლინეთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში 43 მათგანი იმარჯვებს.
ქართულ საჯარო უწყებებს მათგან მომსახურების შესყიდვა არც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მორიდებიათ - მხოლოდ 2022-2025 წლებში რუსებს 16 მილიონი ლარის ღირებულების 379 ხელშეკრულება გაუფორმეს.
აქედან 6 მილიონი ლარი იმ კომპანიებისაა, რომლებიც ქართულ რეესტრში 2022 წლის თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდნენ. ანუ, ეს ის ხალხია, საქართველოში ბიზნესსაქმიანობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რომ მოისურვეს.
2022 წლიდან დღემდე, რუსეთის მოქალაქეების კომპანიებს ყველაზე მეტად სწყალობენ საგანმანათლებლო დაწესებულებები - ბაღები, სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები. მათ ანგარიშზეა რუსებთან დადებული 155 ხელშეკრულება. შემდეგ მოდის მერიები და მათი სამსახურები, 83 ხელშეკრულებით.
რუსების კომპანიებთან საქმეს იჭერენ ის სახელმწიფო უწყებებიც, რომელთაც, წესით, განსაკუთრებით უნდა ადარდებდეთ ქვეყნის უსაფრთხოება და ოკუპანტისგან შორს ყოფნა.
მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჯამში ნახევარი მილიონი ლარის 32 ხელშეკრულება გაუფორმა რუსეთის მოქალაქეების კომპანიებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობამ, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
სუფრა "ვერიკოში", ბიუჯეტის ხარჯზე
2022 წლის სექტემბერში “საქართველოს რკინიგზამ” ვახშამი გამართა რესტორან “ვერიკოში”, რომელიც “ღვინის ქარხნის” ტერიტორიაზე, პეტრიაშვილის 1-ში მდებარეობს. რის აღსანიშნად შეიკრიბნენ, უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მენიუში ჰქონდათ - ღორის მწვადი, ხარჩო ელარჯით, წიწილა შქმერულად, ქაბაბი გურულად და 498 ლარის ღვინო - ჯამში 6 ბოთლი ქისი, საფერავი, რქაწითელი და ოცხანური საფერე.
ფოტო: აი ფაქტი
რესტორან "ვერიკოს" შპს "ჯმტ ქარხანა" ფლობს, რომელიც ეკუთვნის როგორც ისრაელის და ბრიტანეთის, ისე რუსეთის და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.
მათი ნაწილი ახლაც რუსეთშია, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, მართავს მსხვილ ბიზნესს და მეტიც, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს. ერთ-ერთ მათგანს ვლადიმერ პუტინისგან საპატიო ჯილდოც აქვს მიღებული.
რესტორნის მეწილეების საქმიანობაზე ცალ-ცალკე მოგიყვებით. მაგალითად, "ჯმტ ქარხნის" 50%-ანი წილი ეკუთვნის "თეიბლ თოქს". ამ კომპანიის ჯამში 30%-ანი წილი ეკუთვნით რუსეთის მოქალაქეებს — დმიტრი ბორისოვს და გლებ რუდენკოს. ერთი ცნობილი რესტორატორია, მეორე - მუსიკოსი. ბორისოვი არის რუსეთში მდებარე რესტორნების — "ჟან-ჟაკის", "ჯონ დანის" და "რუბინშტეინის" დამფუძნებელი. გლებ რუდენკო ახლაც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, ამას მისი სოციალური ქსელი ადასტურებს.
"თეიბლ თოქის" წილების 10% ეკუთვნის რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვასილ წერეთელს. ის 2000-ანი წლებიდან რუსეთში მოღვაწეობს და თანამედროვე ხელოვნების სფეროში პოპულარულ და გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. წერეთელი მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორია, 2025 წლის თებერვლიდან კი რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. ეს საჯარო თანამდებობად მიიჩნევა, რადგან სამხატვრო აკადემია ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და რუსეთის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
წერეთელი სახელმწიფო სტრუქტურებთან წარსულშიც თანამშრომლობდა - 2006-2010 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს კურატორი საერთაშორისო ბიენალეებზე, მათ შორის, ვენეციაში. 2012-2016 წლებში იყო რუსეთის დუმის კულტურის საბჭოს აქტიური წევრი. 2006 წლიდან მოყოლებული არის რუსული სახელმწიფო პრემიის, „ინოვაციის” კომიტეტის წევრი, 2018 წლიდან დღემდე კი მუშაობს რუსეთის კულტურის სამმართველოს პედაგოგების სერთიფიცირების კომისიაში.
ვასილ წერეთელი რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის მისაღები პერსონაა, დასტურდება მისი ჯილდოებითაც. 2018 წლის 24 იანვარს პუტინის დადგენილებით მიიღო "მამულის წინაშე დამსახურების" ორდენი. ეს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა და ამა თუ იმ სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის იღებენ ხოლმე. 2025 წლის 24 ივნისს წერეთელი პუტინმა კიდევ ერთხელ წაახალისა და დამსახურებულ არტისტად დაასახელა.
"თეიბლ თოქის" წილების ასევე 10%-ს ფლობს სოფია გუგუბერიძე. რა ვიცით მასზე? სოფია რუსეთში მოღვაწერ ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, თეიმურაზ გუგუბერიძის ქალიშვილია. თეიმურაზ გუგუბერიძე კი რუსული "გუმის" გენერალური დირექტორია. ეს მოსკოვში, წითელ მოედანზე მდებარე მსხვილი სავაჭრო ცენტრია. გარდა ამისა, სოფია გუგუბერიძის მამა წლების განმავლობაში იყო ცნობილი რუსული სპორტული ბრენდის, Bosco Di Ciliegi Group-ის კომერციული დირექტორი. ამ ბრენდის სამოსით რუსეთის ეროვნული ნაკრებები ოლიმპიადებზე და პარაოლიმპიადებზე გამოდიოდნენ.
2014 წელს, Bosco di ciliegi group-ის შვილობილი, Bosco Sport-ი აცმევდა რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებებს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზეც, რისთვისაც 100 მილიონი აშშ დოლარის კონტრაქტი გაუფორმეს და გენერალური პარტნიორის სტატუსი მიანიჭეს.
ვინ და რას ჭამს რუსების რესტორნებში, ჩვენი ფულით
2022 წლიდან მოყოლებული საჯარო უწყებებმა საუზმისთვის თუ ვახშმისთვის 108 ხელშეკრულება გაუფორმეს ისეთ ობიექტებს, რომელთაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ და ჯამში, ჩვენი ბიუჯეტიდან 114 000 ლარი დახარჯეს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ფულის გადახდას უხერხულობა არ შეუქმნია არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის. მათ 2022-2023 წლებში სამჯერ ივახშმეს რესტორან “ღუმელში” და 2 583 ლარი დახარჯეს. გაუმასპინძლდნენ დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ასევე ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
რუსული ვაქცინა ქართული პირუტყვისთვის
იმ რეალობაში, როცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილი რუსულ პროდუქციას ცოცხალი თავით არ ყიდულობს, სახელმწიფო უწყებები პირუტყვისთვის საჭირო ვაქცინასაც კი რუსეთიდან ეზიდებიან და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.
ამჯერად, ჩვენი ფული არც მეტი არც ნაკლები, რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ეროვნულ ლაბორატორიაში წავიდა.
საქართველოში წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა შემოიტანა რუსულმა შპს "გრინბერგმა". "გრინბერგი" რეესტრში 2023 წლის 12 ივნისს დარეგისტრირდა და ერთ წელზე ნაკლებ დროში სურსათის ეროვნული სააგენტოს 198 000-ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. ამ თანხით, სააგენტოს გადასცა 800 000 ამპულა ვაქცინა, რომელიც რუსულ სახელმწიფო ლაბორატორიაში, ВНИИЗЖ-ის [Федеральный центр охраны здоровья животных/ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ფედერალური ცენტრი] წარმოებულია. ლაბორატორია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება.
რუსულ ლაბორატორიას, რომელმაც ეს ვაქცინა აწარმოა, სახარბიელო რეპუტაცია არ აქვს. 2023 წელს FSB-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამ ლაბორატორიის კემეროვოს ფილიალის დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ. მას ბრალად ედებოდა ნიადაგის ტესტირებისას, ნიტრატების ანალიზის მონაცემების გაყალბება.
"აი ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიება სრულად წაიკითხეთ აქ.
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
კომენტარები