თინა ბოკუჩავა

21 Aug. 2025, 17:42

მართლაც რომ ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ:

გორის საკრებულოს თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრებს. გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ.

ეს არის ის სამარცხვინო მოღალატე, რომელიც ოკუპანტებს, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს, საქართველოს მაოხრებლებს მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ხოლო ჩვენს გმირ სამხედროებს ხულიგნებად მოიხსენებს.

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ეროვნული ღირსების მისხალი გააჩნია, ამ სამარცხვინო მოღალატეს არა მხოლოდ მოხსნიდა, მას პასუხისგებაში მისცემდა ღალატის მუხლით.

მაგრამ ივანიშვილის რუს-ქოცობაში, ეს მოღალატე ოჯახური ბიზნესებით ფულს ხაფავს მათ შორის რუსეთში. მისი სიძე, დის ქმარი, ვინმე ვახტანგ კარიჭაშვილი, უჩა მამაცაშვილთან წილებში ზის.

თუ თქვენც წვრილფეხა კორუფციონერები არ ხართ ან რუს-ქოცების კოლაბორაციონისტები, რატომ დაიმალეთ? დროულად შეუერთდით ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მოღალატე დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…