12 არასამთავრობო: წულუკიანი და ივანიშვილი ჩვენზე მიზანმიმართულ თავდასხმებს აგრძელებენ
12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის მხრიდან მათ მიმართ მიზანმიმართული თავდასხმები გრძელდება. არასამთავრობოები ამბობენ, რომ მათ დისკრედიტაციას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებენ. მათივე განცხადებით, მსგავსი ქმედებები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ნაწილია და ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან.
როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მორიგი თავდასხმა თეა წულუკიანმა 22 ოქტომბერს ჰოპენჰაგენში მიმდინარე სამიტზე განახორციელა. არასამთავრობოების პოზიციით, წულუკიანმა არსებული პრობლემების მხოლოდ ერთი ორგანიზაციის პრობლემებად წარმოჩენა სცადა. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური, სავარაუდოდ, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
"იუსტიციის მინისტრის აგრესიული და სიცრუეზე დაფუძნებული კომუნიკაციის სტილი და ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული შეტევა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ორგანიზაციების წინააღმდეგ ამცირებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების აუცილებელი ატრიბუტია", — წერია განცხადებაში.
ამასთან, არასამთავრობოების პოზიციით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშც მათ "ნაციონალური მოძრაობის აქტივებს" უწოდებს, მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. მათი განცხადებით, წინასაარჩევნო კონტექსტში მსგავსი განცხადებები არასამთავრობოების საქმიანობის დელიგიტიმაციას ისახავს მზინად.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ღია საზოგადოების ფონდი;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- საფარი;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR);
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- ადამიანის უფლებათა სახლი;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).
თეა წულუკიანის განცხადება კოპენჰაგენში
თეა წულუკიანმა 2018 წლის 22 ოქტომბერს ჰოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე ეკა გიგაური 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში სავარაუდო მონაწილეობაში დაადანაშაულა. აღნიშნული ბრალდება ეკა გიგაურს 2015 წელს კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ წაუყენა. გიგაურმა ხაიდრავას წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი შეიტანა.
ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს წარმომადგენლის კომენტარის პასუხად, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე წუხილს გამოხატავდა, თეა წულუკიანი ეცადა წარმოეჩინა, თითქოს კრიტიკული მოსაზრებები ერთი ორგანიზაციის აზრია.
ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებზე
პაარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გუშინ, 24 ოქტომბერს ჟურნალისტებთან ინტერვიუში გამოეხმაურა. ივანიშვილის აზრით, არასამთავრობოები ნაციონალური მოძრაობის აქტივები არიან.
ბიძინა ივანიშვილის აზრით, ირაკლი კობახიძემ ადეკვატური განცხადება გააკეთა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიად მოიხსენია. მან საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური ახსენა და თქვა, რომ ის სამოქალაქო საზოგადოების ეტალონი არ არის.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები