ომბუდსმენმა ხელისუფლებას NGO-ების დისკრედიტაციის შეწყვეტისკენ ისევ მოუწოდა
ფოტო: სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობოების დისკრედიტაციას ისევ გამოეხმაურა და თანამდებობის პირებს მიმართა, NGO-ებთან ურთიერთობისას საერთაშორისო სტანდარტები დაიცვან. ომბუდსმენის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიმდინარე კამპანიები ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესს საფრთხეს უქმნის.
"ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ადარებდნენ ფაშისტურ ორგანიზაციებს; მიმდინარეობდა აქტიური და ორგანიზებული კამპანია სოციალურ მედიაში და საჯაროდ მითითება თითქოსდა მათ დანაშაულებრივ ფაქტებთან კავშირებზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს", — წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენი გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს მიერ დაწესებულ ვალდებულებებზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ორგანიზაციების დეკლარაციების მიხედვით, არასამთავრობოებს სახელმწიფო პოლიტიკის გაკრიტიკების უფლება აქვთ, სახელმწიფომ კი ინდივიდები დისკრიმინაციისგან უნდა დაიცვას. ამასთან, ეუთო მიუთითებს, რომ თანამდებობის პირებმა ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და პიროვნული თავდასხმებისგან თავი უნდა შეიკავონ.
ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობოების კრიტიკას ლომჯარია ერთხელ უკვე გამოეხმაურა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ კრიტიკის ნაცვლად ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, იმის მტკიცება, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები და მხარეები წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში თანაბრად უწევდათ.
აღნიშნულ თემაზე განცხადება საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნებია. ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინების მიღების გამო პროკურატურას მიმართა.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე
მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ელიტურ კორუფციასა და სასამართლოს კლანურ მმართველობაზე გაავრცელა განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისინი გააკრიტიკა და არასერიოზული უწოდა.
"ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები", — ასე უპასუხა კობახიძემ არასამთავრობოების კრიტიკას არჩევანის ეთერში.
ირაკლი კობახიძის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააგრძელა. წულუკიანმა NGO-ების განცხადებებს "არასერიოზული" და "ყველანაირი სტანდარტის დარღვეული" უწოდა.
არასამთავრობოები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ობიექტებიც გახდნენ. ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში ქსენოფობიური შინაარსის კომენტარის შესახებ საუბრობენ. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მოგვიანებით, ზურაბიშვილმა არასამთავრობოები ისევ გააკრიტიკა, თუმცა განაცხადა, რომ მათთან შესახვედრად მზად არის.
2018 წლის 8 ოქტომბრის საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას "ფაშისტური განცხადება" არ შეაფასეს. საქმე ეხება ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსს, რომელშიც ამბობს, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უნდა შევიწროვდეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით კი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩუმად არიან, "რაც გასაკვირი არ არის".
არასამთავრობო ორგანიზაციებზე მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა. თალაკვაძემ ტვ იმედის ეთერში საუბრისას თქვა, რომ ორგანიზაციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით მუშაობენ.
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გუშინ, 24 ოქტომბერს ჟურნალისტებთან ინტერვიუში გამოეხმაურა. ივანიშვილის აზრით, არასამთავრობოები ნაციონალური მოძრაობის აქტივები არიან.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები