ნინო ბურჯანაძის ანტიდასავლური ნარატივი რუსულ სახელისუფლებო არხზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსული პირველი არხი
სანქტ-პეტერბურგში ევრაზიის ქალთა ფორუმში მონაწილეობის შემდეგ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსეთის სახელისუფლებო ტელეარხის გადაცემა "დიდ თამაშში" მიიღო მონაწილეობა.
24 სექტემბრის გადაცემის თემა ეხებოდა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ბალტიისპირეთში არსებულ მდგომარეობას. 51-წუთიანი გადაცემის განმავლობაში სამი წამყვანი და ორი სტუმარი, რომელთან შორის იყო ნინო ბურჯანაძე, საუბრობდნენ რუსეთის მიმართ დასავლეთის "მტრულ გეგმებზე".
დასავლური არჩევანი
რუსეთის ყველაზე რეიტინგულ ტელეარხზე, პირველ არხზე ბურჯანაძემ რამდენჯერმე გააჟღერა ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
"პოლიტიკური ელიტა პრაქტიკულად დიდი ხნის წინ შეთანხმდა, რომ პრონატოური და პროდასავლური კურსი და რუსეთთან კონფრონტაცია არის ერთადერთი კურსი, რომელიც საქართველოს სჭირდება. სამწუხაროდ, ამ საკითხზე დებატები არ არსებობს და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამაზე საუბრობს ვართ ჩვენ [დემოკრატიულ მოძრაობა]", — ნინო ბურჯანაძემ თავისი გამოსვლა სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ეს საქართველოსთვის პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს.
ნატოში გაწევრიანება
ბურჯანაძე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასაც შეეხო. მისივე თქმით, ამ მიმართულებით "განსაკუთრებით მონდომებით" მუშაობს აშშ და ამისთვის მთელი "სისტემა აქვს შემუშავებული":
"ჩემი მსგავსი ადამიანები კარგად ხვდებიან, რომ მსგავს სიტუაციაში ნატოში არავინ მიგვიღებს და რომც მიგვიღონ, საქართველოსთვის ეს ცუდი იქნება".
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა განმარტა, თუ რატომ არ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. გარდა იმისა, რომ უფლებაშეზღუდული პრეზიდენტობა არ სურს, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების მაინც გაყალბდება:
"საქართველოში არჩევნები ფაქტობრივად არ ტარდება და არჩევნების შედეგები იქნება ისეთი, როგორიც აშშ-ს საელჩოს აწყობს".
"იყო დროს, როდესაც საქართველოში ფიქრობდნენ, რომ ნატოს წევრობა პანაცეა იქნებოდა. მეც აქტიურად ვადვოკატირებდი იმას, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გამხდარიყო. ეს იყო სხვა დრო, სხვა სამყარო, 90-იანებში რუსეთი სხვა ქვეყანა იყო, არც თუ ისე სტაბილური. საქართველო სტაბილურობას მხოლოდ ნატოსა და დასავლეთის ქვეშ ხედავდა. იყო ასეთი ილუზია, რომ დასავლეთი დაგვეხმარება. ჩემთვის იყო 2008 წლის ტრაგედია, როდესაც ნათლად დავინახეთ, რომ დასავლეთი არ დაგვეხმარა", — განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ დღეს რუსეთის ძლიერი, სტაბილური ქვეყანაა და ის ფეხზე ვლადიმერ პუტინმა დააყენა.
2008 წლის აგვისტოს ომი
აგვისტოს ომის დაწყებაში ბურაჯანაძემ ისევ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
"მიმაჩნია, რომ სიმართლე ვერ გააფუჭებს ქვეყნის რეპუტაციას და მას ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა სიმართლე გააფუჭებს სააკაშვილის რეპუტაციას...
ყველაზე დიდი შეცდომა ის კი არ იყო, რომ დასავლეთთან ან აშშ-სთან მეგობრობა გვსურდა. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ამის გაკეთება რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე გვინდოდა", — განაცხადა ბურჯანაძემ რუსულ ტელეარხზე.
ამავე თემაზე:
-
სეს-მა ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს არასათანადო რეცხვა-დეზინფექციისა და წყალმომარაგების პრობლემის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს არასათანადო რეცხვა-დეზინფექციისა და წყალმომარაგების პრობლემის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთს ელჩის "დეზინფომრაცია" უფრო აღვივებს კითხვებს — ვინ დგას BBC-ის სიუჟეტის უკან შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთს ელჩის "დეზინფომრაცია" უფრო აღვივებს კითხვებს — ვინ დგას BBC-ის სიუჟეტის უკან
გადახედვა
-
შეკრებამდე დემონსტრანტებმა შსს 5 დღის ვადაში უნდა გააფრთხილონ — "ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ამკაცრებს შეკრებამდე დემონსტრანტებმა შსს 5 დღის ვადაში უნდა გააფრთხილონ — "ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ამკაცრებს
გადახედვა
-
ნახეთ ანიტა აბგარიანის პირველი რეპეტიცია საბავშვო ევროვიზიაზე — ფოტოები ნახეთ ანიტა აბგარიანის პირველი რეპეტიცია საბავშვო ევროვიზიაზე — ფოტოები
გადახედვა
-
განათლების უწყება უარყოფს ზვიად გაბისონიას განცხადებას იმის შესახებ, რომ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე 1-ზე მეტ პროგრამას ვერ აირჩევენ განათლების უწყება უარყოფს ზვიად გაბისონიას განცხადებას იმის შესახებ, რომ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე 1-ზე მეტ პროგრამას ვერ აირჩევენ
გადახედვა
-
ჩერნობილში დრონის შეტევამ რადიაციისგან დამცავი გუმბათი დააზიანა — გაეროს სააგენტო ჩერნობილში დრონის შეტევამ რადიაციისგან დამცავი გუმბათი დააზიანა — გაეროს სააგენტო
გადახედვა
-
კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ალეკო ელისაშვილი: არც ლელოს წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც ALDE-სი, საიდან უნდა გამრიცხონ? ალეკო ელისაშვილი: არც ლელოს წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც ALDE-სი, საიდან უნდა გამრიცხონ?
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: თუ შეკრების მონაწილეები მანიფესტაციის შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე ჩატარებას არ დათანხმდებიან, პატიმრობა დაეკისრებათ ირაკლი კირცხალია: თუ შეკრების მონაწილეები მანიფესტაციის შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე ჩატარებას არ დათანხმდებიან, პატიმრობა დაეკისრებათ
გადახედვა
-
წინა ათწლეულში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე 62 000 პინგვინი შიმშილისგან მოკვდა — კვლევა წინა ათწლეულში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე 62 000 პინგვინი შიმშილისგან მოკვდა — კვლევა
გადახედვა
-
10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის
-
მარსზე აღმოჩენილი ქვები მიანიშნებს, რომ იქ ძველად ტროპიკული კლიმატი იყო მარსზე აღმოჩენილი ქვები მიანიშნებს, რომ იქ ძველად ტროპიკული კლიმატი იყო
გადახედვა
-
ამ პროცესში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა — "ლელო" BBC-ის გამოძიებაზე ამ პროცესში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა — "ლელო" BBC-ის გამოძიებაზე
გადახედვა
-
ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
-
აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Warner Bros. Discovery-ს ყიდულობს — რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ნეტფლიქსი Warner Bros. Discovery-ს ყიდულობს — რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
გადახედვა
-
შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან? შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან?
გადახედვა
-
პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში? პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში?
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა — Helio AI-მ $1- მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა 500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა — Helio AI-მ $1- მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
-
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
-
მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს
გადახედვა

კომენტარები