ნინო ხარატიშვილი

30 Apr. 2024, 12:44

"უცხოური ხალხის მიერ აღზრდილი ელიტა." "აგენტების მიერ დანიშნული ხელისუფლება" "გლობალური ომის პარტია" ნატოს და უკრაინის დაუფარავი კრიტიკა, "ღამურები"... მგონი კითხვები აღარ უნდა დაგვრჩეს რა კურსი უჭირავს ქართულ ოცნებას და სად ხედავს "ქართველობის" მომავალს. თან ღიად გვიანონსებენ შურისძიებასა და სადამსჯელო გეგმებს, რისი "რესურსიც" პარტიას უკვე ამასობაში საკმარისად დაუგროვებია! არჩევნების ვერ მოგების 0,1% შანსიც კი არ დგას დღის წესრიგში და ასე და ამდაგვარად...

რომელიმე (მეზობელ) ქვეყანაში დაწერილ და მერე იქ პირნათლად შესრულებულ სცენარს ხომ არ გვაგონებს ეს ყველაფერი? იმ ქვეყანას, სადაც ყველა აგენტია, ვინც არ არის მონა, სადაც განსხვავებული აზრისთვის ხალხს ქუჩაში, ღიად ესვრიან, წამლავენ, ცარიელი ტრანსპარენტებისთვის იჭერენ, ციხეში აგდებენ, წამებაში ხდიან სულს, სადაც ოდესღაც ასევე შეუმჩნევლად დაიწყო ეს ყველაფერი... სულ პატარა მუქარით... პატარა დასჯის წყურვილით...
(ეს ისე, თუ ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის წინამძღოლის "უფასო ფულის" და "ევროპული მომავლის"?)

ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს! დღეიდან ჩვენ ვეღარ ვიტყვით: "არ ვიცოდი, ვერ დავინახე, საიდან უნდა მცოდნოდა და ა.შ." აი აქედან! ყოველი ამ სიტყვიდან, რაც დღეს პარლამენტის წინ საგანგებოდ აწყობილ ტრიბუნაზე ითქვა!

თუ არ გვინდა, რომ დღევანდელი გამოსვლა საქართველოს ევროპული, ადამიანური, ღირსეული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავლის დაანონსებული სიკვდილის ქრონიკად გვექცეს: #არარუსულკანონს/ #არაქართულოცნებას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან?
  2. კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი?
  3. On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს
  4. ვის უსმენდნენ საქართველოში 2025 წელს? — 10 ყველაზე პოპულარული შემსრულებელი იუთუბზე
  5. გამოკითხვა: აირჩიე 2025 წლის საუკეთესო სერიალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: ფარმაცევტულ სექტორშიც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა

"ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ…