ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
ფოტო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მოკლედ: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს, 30 აპრილს გააპროტესტებენ საპარლამენტო უმრავლესობის სურვილს, მეორე მოსმენით დაუჭირონ მხარი საქართველოში რუსული კანონის მიღებას.
- სტუდენტები ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის საორგანიზაციო გვერდის საშუალებით ავრცელებენ.
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაფუძნებულია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.
დეტალები: სტუდენტები წერენ, რომ პროტესტს მსვლელობის სახე ექნება.
- მსვლელობა დაიწყება 17:30 საათზე, უნივერსიტეტის კამპუსიდან,
- დასრულდება ქუთაისის ცენტში, სადაც ისინი შეუერთდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მესხიშვილის თეატრის ტერიტორიაზე.
განცხადებიდან: "ჩვენ, როგორც სტუდენტებს, მინიმალური, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ჩვენი მხარდაჭერის ჩვენება და გამოცხადებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენთვისაც იბრძვიან.
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცხადზე ცხადია სტუდენტების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივად ამ პოზიციის დაფიქსირება.
- განსაკუთრებით, გუშინდელი დღის მერე, რათა ყველამ იცოდეს, რომ KIU-ის სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო."
მსგავსი: ივანიშვილის მიმართვა ანტიდასავლური აქცენტებითა და კონსპირაციული თეორიებით
ბოლო ხაზი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა 2019 წლის 18 სექტემბერს.
დღეს, 30 აპრილს: რუსული კანონი, მეორე მოსმენით დასამტკიცებლად, პლენარულ სხდომაზე დღეს, 30 აპრილს გადის.
- ამის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციაა დაგეგმილი თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.
- აქცია დაიწყება 19:00 საათზე.
პროცედურულად: პარლამენტმა რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
- იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენითაც დაუჭერს მხარს, ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
- სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს. თუმცა, ეს იქნება სიმბოლური აქტი, რადგან ქართულ ოცნებას საპარლამენტო უმრავლესობის სახით აქვს რესურსი, დაძლიოს ვეტო.
ხელისუფლების დაჟინებულ სურვილს, მიიღოს რუსული კანონი, ხალხი მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით ეწინააღმდეგება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პერიოდულად, ხელისუფლება იყენებს ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- 2024 წლის 3 აპრილს მმართველმა პარტიამ დაარღვია ერთი წლის წინ დადებული პირობა, რომ აღარ მიუბრუნდებოდა რუსული კანონის მიღების საკითხს.
- გასული, 2023 წლის მარტში, ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებას ხალხი პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცავებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
- შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო და თქვა, რომ საკითხს აღარ მიუბრუნდებოდა: "მე, პირველ რიგში, გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არასდროს დაინიციირდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ნაცმოძრაობაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 9 მარტს, როდესაც ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო.
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
კომენტარები