რომან გოცირიძე

30 Apr. 2024, 12:55

რა თქმა უნდა, გუშინდელმა შეკრებამ და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულმა, ანტიდასავლურმა, აშკარად პრორუსულმა განცხადებებმა ნათელი მოჰფინა ყველაფერს.

თუ კი ვინმე გულუბრყვილო იყო ქვეყანაში და ეგონა, რომ რაღაც პუტინისტური ფრაქციის — ხალხის ძალის ექსკლუზიური და ორიგინალური ბოდვებია, რასაც ისინი საუბრობდნენ, არა თუ ხალხის ძალას, არამედ ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო ბიძინა ივანიშვილმა თავისი გუშინდელი განცხადებებით.

ვიხილეთ კარიკატურული ფაშიზმის იდეოლოგია, მან გამოაცხადა ქართული ოცნების დოქტრინა, რომელიც ნიშნავს ქვეყნის დასავლური ორბიტიდან მოწყვეტას და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მხარდაჭერითა და ზურგით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას.

მან, ფაქტობრივად, აშშ და მთელი დასავლელი დაადანაშაულა შევარდნაძის "წარმატებული რეჟიმის" ცვლილებაში "ენჯეოების ფულით." რომელი ფული ჰქონდა ენჯეოებს კი არა, 800 მლნ ლარი იყო შევარდნაძის დროს ქვეყნის ბიუჯეტი.

თურმე, ეს "შევარდნაძის პროგრესული რეჟიმი" შეუცვლიათ "ამერიკის აგენტებით" და "საწყალი პუტინი" "აიძულეს", ჯერ საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა, და თურმე იძულებული გახდა მერე "მასონების ზეპარტიული გაერთიანების გამო", უკრაინაშიც შეჭრილიყო.

დანაშაულებრივი განცხადების თანამონაწილეები იყავით თქვენ, მოღალატეობრივი პროგრამის გამოცხადების დროს იდექით მათთან ერთად ტრიბუნაზე. დაგსჯით ქართველი ხალხი და ისტორია. ივანიშვილი ვერ გახდება ლუკაშენკო.

ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა რომან გოცირიძემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ევროოპტიმისტებიდან." ბიძინა ივანიშვილი დაესწრო ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ შეკრებას პარლამენტის შენობის წინ 29 აპრილს, რუსული კანონპროექტის მხარდასაჭერად. ივანიშვილმა ღიად ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა და თავისი სიტყვით გამოსვლისას კონსპირაციული თეორიები გაავრცელა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ