ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
მოკლედ: დღეს, 29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლება პარლამენტის წინ რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა კონტრაქციას მართავს, გზავნილით — მამული, ენა, სარწმუნოება.
- მათი ერთ-ერთი სლოგანია ღირსებით ევროპისკენ, თუმცა, საგულისხმოა, რომ პარლამენტის წინ მისულებს ევროკავშირის დროშები არ მიუტანიათ. ევროკავშირის სიმბოლოები არ იყო არც სცენაზე, საიდანაც ქართული ოცნების ხელისუფლების ლიდერები შეკრებილებს მიმართავდნენ.
- სამთავრობო მარშზე სკანდირებდნენ: ბიძინა, ბიძინა!; საქართველო უპირველეს ყოვლისა; ქართველების საქართველოს გაუმარჯოს! ქართულ ოცნებას გაუმარჯოს!
-
20:00 საათიდან, შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მამუკა მდინარაძემ, კახა კალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი კობახიძემ. ისინი მადლობას უხდიდნენ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
"რით ვერ გაიცნეს ერთი პატრიოტი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც, როგორ არ შემოუარეს, როგორ არ დაემუქრნენ, როგორ არ სცადეს მისი დაშანტაჟება, მაგრამ ის მუდმივად იყო ჩვენი ქვეყნის გვერდით. ბიძინა ივანიშვილს გაუმარჯოს!", — ამ სიტყვებით წარადგინა ის მამუკა მდინარაძემ.
ივანიშვილის მიმართვა ანტიდასავლური აქცენტებითა და კონსპირაციული თეორიებით
რუსულ კანონზე: "საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და "ენჯეოების" შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც, არჩვენების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა.
- ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა."
კონსპირაცია "გლობალურ ომის პარტიაზე": "ლგბტ-პროპაგანდისა და "ენჯეოების" შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული.
- ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია."
ევროპარლამენტში ინიციირებულ რეზოლუციაზე: "ყველამ იხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ. ამ შემთხვევაშიც, გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით."
მუქარა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას: "საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ.
სწორედ ამას ემსახურება კანონიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12-წლიანი "მაოხრებელი გზირობისთვის" იმსახურებს.
არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა!"
დეტალები სამთავრობო მარშზე: ქართული ოცნება შეკრებას "საყოველთაო-სახალხო მსვლელობას" უწოდებს, თუმცა თავადვე არ უარყოფს, რომ მხარდაჭერების რეგიონებიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიყვანა, მათ მიერ არის ორგანიზებული.
- რუსული კანონპროექტის მხარდასაჭერად გამართული ორგანიზებული "მსვლელობისთვის" რეგიონებიდან თბილისში ჩამოყვანილთა შორის არიან არა მხოლოდ პარტიის აქტივისტები, არამედ სხვადასხვა მუნიციპალურ სამსახურში დასაქმებულებიც, მათ შორის, სკოლებისა თუ საბავშვო ბაღების მასწავლებლები.
- შეკრება 18:00-ზე დაიწყეს.
- მსვლელობას "ახალგაზრდების სახლით" დაესწრო ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი. ის შეკრებილებს ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით უძღვებოდა.
კონტექსტი: ხელისუფლების ორგანიზებულ შეკრებამდე პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო.
- კომიტეტის სხდომამ დღეს კამათის ფონზე ჩაიარა. სხდომის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა დარბაზი 12 ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინა.
- სხდომიდან გააძევა არასამთავრობო ორგანიზაციების 2 წარმომადგენელი.
- გამომსვლელების უმეტესობას სიტყვა გააწყვეტინა და მიკროფონი გაუთიშა.
რა მოხდება ამის შემდეგ, პროცედურულად: კანონი, მეორე მოსმენით დასამტკიცებლად, პლენარულ სხდომაზე გავა.
- პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 30 აპრილს გაიმართება. დღეს არსებული ინფორმაციით, ხვალინდელ დღის წესრიგში არ შედის რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრა, თუმცა, შესაძლოა, ეს საკითხი დაემატოს ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე, რომელიც წინ უძღვის პლენარულს.
- პარლამენტმა რუსული კანონის მესამე მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
- მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენითაც დაუჭერს მხარს, ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
- სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს. თუმცა, ეს იქნება სიმბოლური აქტი, რადგან ქართულ ოცნებას საპარლამენტო უმრავლესობის სახით აქვს რესურსი, დაძლიოს ვეტო.
ფართო სურათში: ხელისუფლების დაჟინებულ სურვილს, მიიღოს რუსული კანონი, ხალხი მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით ეწინააღმდეგება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პერიოდულად, ხელისუფლება იყენებს ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- 2024 წლის 3 აპრილს მმართველმა პარტიამ დაარღვია ერთი წლის წინ დადებული პირობა, რომ აღარ მიუბრუნდებოდა რუსული კანონის მიღების საკითხს.
- გასული, 2023 წლის მარტში, ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებას ხალხი პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცავებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
- შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო და თქვა, რომ საკითხს აღარ მიუბრუნდებოდა: "მე, პირველ რიგში, გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არასდროს დაინიციირდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ნაცმოძრაობაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 9 მარტს, როდესაც ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები