ამაში სრულიად ვეყრდნობი საპატრიარქოს — ზურაბიშვილი მარიხუანის ლეგალიზაციაზე
ქართული ოცნების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იზიარებს საპრიარქოს პოზიციას მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის შესახებ:
"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა. მე ამაში სრულიად ვეყრდნობი საპატრიარქოს, რომ უნდა იყოს დაცული", - ამის შესახებ ზურაბიშვილმა P.S-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.
გუშინ, 15 სექტემბერს სასულიერო პირების ნაწილმა, თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, მრევლს მამა შალვა კეკელიამ მიმართა. მისი თქმით, ეკლესია ორ გადაწყვეტილებას აპროტესტებს: პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ეხება, ხოლო მეორე კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს.
მან საკრებულოს წინ სასულიერო პირების მიერ შემუშავებული "ორი გამოსავალი" წაიკითხა.
- კონსტიტუციის შესაბამის მუხლში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომ თვითგანვითარება არ გულისხმობდეს თვითდაზიანების ქმედებას.
- არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი.
16 სექტემბერს კი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის კურთხევით სამღვდელოება სამების ტაძარში შეიკრიბა, სადაც ილია მეორემ მარიხუანის ლეგალიზაციასა და კანაფის კულტივაციის საფრთხეებზე ისაუბრა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა და ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს. მან მოუწოდა ხელისუფლებას, ეკლესიას და საზოგადოებას გაერთიანებისკენ. მისი თქმით, აუცილებელია ერთად ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ, ახალგაზრდების გადასარჩენად.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას ამ მღელვარების გამო არ უნდა ეგონოს თითქოს ხელისუფლებას გული არ შესტკივა ქვეყანაზე. ილია მეორემ მოუწოდა მთავრობას ყურადღებით მოეკიდონ და გააკონტროლონ მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის საკითხი. მისი თქმით, ეს ბიზნესი არ უნდა გადავიდეს კერძო სექტორში, რადგან ვერ მოხდება კონტროლი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანაფის კულტივაციისა და რეალიზაციის კანონპროექტს პარლამენტი ჯერ არ განიხილავს, რადგან "არსად ეჩქარებათ" და საჭიროა საზოგადოების, მათ შორის ეკლესიისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მისივე თქმით, საპატრიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევს.
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები