გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება და გაუჩინარებულად ითვლებოდა გუშინ, 24 აგვისტოს ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეზღვაურები პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფილები არიან. გემის კაპიტნის ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში იქნა გატაცებული.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლითაც ნავთობი გადაჰქონდათ 14 აგვისტოს გაუჩინარდა.