პროკურატურამ ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მძრცველის სასიკვდილოდ დაჭრის საქმეზე, პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 333-ე მუხლის 3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.