საირმეს რეკრეაციული ფერმა — გამორჩეული ადგილი ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
ბუნება, მთები და ახალი თავგადასავლები — საირმეს რეკრეაციულ ფერმას სამთო მოგზაური და ფოტოგრაფი გიორგი ენუქიძე ესტუმრა. გიორგი ქუთაისიდანაა და ამ ტერიტორიას კარგად იცნობს — ის მოგზაურობის მოყვარულთა ჯგუფთან ერთად, წლების განმავლობაში სტუმრობს საირმეს. ამჯერად მისი ვიზიტი დოკუმენტური ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მწვერვალ დიდმაღალზე ასვლის პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღებას, ასევე ალპური ზონის ლანდშაფტის უნიკალური სილამაზის აღწერას ფოტოობიექტივისა და დრონის გამოყენებით.
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
გიორგი ენუქიძე, სამთო მოგზაური და ფოტოგრაფი: “ქუთაისიდან ვიყავით წამოსული რამდენიმე სამთო გიდი და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარული. მწვერვალ დიდმაღალზე ასვლა და იქედან თხილამურებით დაშვება გვინდოდა. საირმეს რეკრეაციული ფერმა ქუთაისთან ახლოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებით საინტერესო ადგილია სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის. რელიეფი იმდენად საინტერესოა, რომ მთლიანად ველურ ბუნებას ხედავ — სწორედ ამიტომაა ეს ტერიტორია განსაკუთრებული“.
გიორგისთვის გადაღების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დილის პეიზაჟი აღმოჩნდა, როცა მას უნიკალური ბუნებრივი მოვლენის ფოტოობიექტივით აღბეჭდვის შესაძლებლობა მიეცა.
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
“გამორჩეული კადრი დილის პეიზაჟი იყო, მთლიანად კოლხეთის დაბლობი, იმერეთი და ქუთაისი ღრუბლებში გახვეულიყო, ჩვენ კი ამ სანახაობას ზემოდან ვუყურებდით. ქვემოთ წვიმდა, ხოლო ზემოთ, საირმეში, მზე ანათებდა. მართლაც განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მომენტი იყო. დრონითაც გადავიღე ეს კადრი — ღრუბლების ზემოთ მზე, ხოლო ქვემოთ, ღრუბლების საფარქვეშ, წვიმიანი ამინდი. ასეთი კონტრასტი იშვიათად გხვდება“, — აღნიშნავს გიორგი ენუქიძე.
ფოტოგრაფის თქმით, ალპური ზონის გადაღება განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ამ პერიოდისთვის თოვლის საფარი მოგზაურებს საკმაოდ მკვრივი დახვდათ, რის გამოც მწვერვალზე ასვლა უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა. თხილამურებით გავლილი დაახლოებით ორი კილომეტრი, გიორგის შეფასებით, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, თოვლის ხარისხისა და ლანდშაფტის სილამაზის გამო.
გიორგი ენუქიძე მიიჩნევს, რომ საირმეს რეკრეაციული ფერმა ფოტოგრაფისთვის უნიკალური სამუშაო გარემოა — აქ ერთ ტერიტორიაზეა თავმოყრილი ყველაფერი, რაც ხელოვანს მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის შესაქმნელად სჭირდება.
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
“ეს ადგილები ჯერ კიდევ ველურია — ბევრი ავტომობილი არ დადის. ქუთაისთან ახლოს ეს ერთადერთი ხელმისაწვდომი ადგილია, სადაც შეგიძლია, ველურ ბუნებაში გახვიდე და ფოტოგადაღებისთვის ან სალაშქროდ წახვიდე. გარდა ამისა, ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, რასაც ჩვენც ვამჩნევთ. მიუხედავად იმისა, რომ, თავად ცხოველები ამჯერად ჩემს ობიექტივში არ მოხვედრილან, მათი ნაკვალევი ყველგან ჩანდა. სავარაუდოდ, არჩვის ან შველის ნაკვალევი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ცოტა ხანში ეს ტერიტორია გარეული ცხოველების ფოტოგრაფებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება საქართველოში“, — ამბობს გიორგი.
გიორგი ენუქიძე საირმეში მთელი წლის განმავლობაში დადის — როგორც პირადი პროექტებისთვის, ისე ტურისტებთან ერთად. ფოტოგრაფი განსაკუთრებით გამოარჩევს საირმეში ღამის ცის გადაღების შესაძლებლობას — ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი იდეალური ლოკაციაა საქართველოში ვარსკვლავიანი ცის ფოტოგადაღებისთვის.
ფოტო: საირმეს რეკრეაციული ფერმა
გადაღებული მასალის ნაწილს გიორგი თავის სოციალურ ქსელებში აზიარებს —საირმეს რეკრეაციული ფერმა მისთვის უკვე დიდი ხანია, შემოქმედებითი შთაგონების მუდმივი წყაროა. ფოტოგრაფი გეგმავს, რომ მომავალში კიდევ არაერთხელ დაბრუნდეს ამ ტერიტორიაზე და სხვადასხვა სეზონის ხასიათი თავის ობიექტივში აღბეჭდოს.
საირმეს რეკრეაციული ფერმა ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 13 000 ჰექტარს მოიცავს. მისი მიზანია ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენა, ტყის დაცვა და მონიტორინგი, წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, ეკოტურიზმის განვითარება — ვიზიტორებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეთავაზება.
რეკრეაციული ფერმა ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ბუნება, მთები, თავგადასავლები იზიდავს და ვისაც სურვილი აქვს, ახალი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოს. წელიწადის ოთხივე სეზონზე აქ შესაძლებელია მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა. ეს მრავალფეროვნება კი საირმეს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს ხელოვანებისა და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
კომენტარები