როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
ფოტო: Upgaming
ტექნოლოგიურ სექტორში ტალანტების მოძიება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა თანამედროვე ბაზარი აჩვენებს, რომ მხოლოდ პროფესიონალის პოვნა საკმარისი არ არის. დღეს ინდუსტრია შემდეგი მოცემულობის წინაშეა: მაშინ, როცა გამოცდილ სპეციალისტებზე მოთხოვნა პიკს აღწევს, დამწყები ენთუზიასტებისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა და პროფესიული სტაგნაციის გარღვევა სულ უფრო რთული ხდება. ეს ორმხრივი გამოწვევაა — ერთი მხრივ, დამწყებებისთვის, რომლებსაც კარიერული გზის დასაწყისშივე მაღალ ბარიერებთან შეჯახება უწევთ და მეორე მხრივ, მთლიანი ინდუსტრიისთვის, რომლის მდგრადობა და მუდმივი განახლება სწორედ ახალი, ენერგიული ტალანტების შემოდინებაზეა დამოკიდებული.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა Upgaming-ის Talent Growth პროგრამა. ეს არის ინიციატივა, რომელიც დამწყებ სპეციალისტებს აძლევს რეალურ შანსს პროფესიული ზრდისთვის. კომპანია მათთვის ხსნის კარს, სადაც პოტენციალი გამოცდილებაზე არანაკლებ ფასობს.
პროგრამას უკვე ჰყავს პირველი წარმატებული კურსდამთავრებულები. სტანდარტული სასწავლო და სტაჟირების კურსებისგან განსხვავებით, ეს არის ეკოსისტემა, რომელიც ორგანულად აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას, პროფესიონალ მენტორთა ჩართულობასა და კორპორაციულ კულტურას.
გლობალური პროექტები და პრაქტიკული გამოცდილება
Talent Growth-ის სასწავლო მოდელი იმგვარად არის აგებული, რომ მონაწილეები პირველივე დღეებიდან პროცესების ეპიცენტრში ხვდებიან. აქ თეორიული ბაზა მხოლოდ საწყისი წერტილია, მთავარი ღირებულება კი რეალურ, მასშტაბურ პროექტებზე მუშაობისას მიღებული პრაქტიკული გამოცდილებაა.
Upgaming-ის People Development და Early Careers მენეჯერი, მაიკო მჟავანაძე განმარტავს, რომ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მის დინამიკურობაშია: ეს არის გარემო, სადაც მონაწილეებს აქვთ შეცდომის დაშვების სრული უფლება და, რაც მთავარია, მყისიერი უკუკავშირის შესაძლებლობა, რაც განვითარების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს:
“ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ მონაწილეებს უშუალო შეხება ჰქონდეთ საერთაშორისო პროექტების სამუშაო გარემოსთან, თუმცა არა მხოლოდ როგორც შემსრულებლებს, არამედ როგორც მკვლევრებსაც. თეორიული ნაწილი მათ საჭირო სისტემურ ხედვას უყალიბებს, რათა პრაქტიკული ამოცანების შესრულება შემეცნებითი პროცესი გახდეს — რეალურ ქეისებზე მენტორებთან ერთად მუშაობა ეხმარება მათ, ერთობლივად გააანალიზონ რთული სიტუაციები და იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები. სწორედ ეს პროცესი უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და იმ კონკურენტული გამოცდილების მიღებას, რაც მოთხოვნადია გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე“. — აღნიშნავს მაიკო.
მენტორინგი: ცოდნის გაზიარების კულტურა
Upgaming-ის გუნდი პროგრამის წარმატების მთავარი საყრდენია. კომპანიაში მენტორებად ისეთი პროფესიონალები არიან შერჩეულნი, რომლებიც მაღალ ტექნიკურ კომპეტენციასთან ერთად, ცოდნის ეფექტურად გაზიარების ბუნებრივ ნიჭსა და სურვილს აერთიანებენ. მათთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ საკუთარი საქმის საუკეთესოდ ცოდნა, არამედ სხვისი განვითარების მხარდაჭერაც.
მაიკო მჟავანაძის განმარტებით, მენტორის შერჩევისას ყურადღება ექცევა კომუნიკაციასა და ემპათიას. მნიშვნელოვანია, რომ მენტორს შეეძლოს რთული საკითხების მარტივად ახსნა და სხვადასხვა დონის ცოდნის მქონე ადამიანებთან ინდივიდუალური მიდგომის პოვნა.
თავად მენტორებისთვის მასწავლებლის როლის მორგება საინტერესო პროფესიულ გამოწვევად იქცა. ამ პროცესის გასამარტივებლად აპგეიმინგმა მათ სპეციალური საკვალიფიკაციო ტრენინგები ჩაუტარა, რაც მეთოდოლოგიისა და სწორი მიდგომების გააზრებაში დაეხმარა.
“მენტორებმა აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება მათთვისაც პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი გახდა. კომპანიის მხრიდან მხარდაჭერამ და შესაბამისმა მომზადებამ მათ თავდაჯერებულობა შესძინა, რამაც საბოლოოდ სასწავლო პროცესის ხარისხზეც დადებითი გავლენა მოახდინა.“
ფოტო: Upgaming
შედეგები და კულტურული ადაპტაცია
Talent Growth პროგრამის პირველივე ეტაპმა ცხადყო, თუ რამდენად მაღალია მოთხოვნა მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ინიციატივებზე. მაიკო მჟავანაძის თქმით, ინტერესის მასშტაბი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ, რის გამოც შერჩევის პროცესი კიდევ უფრო საპასუხისმგებლო გახდა.
“პირველი ნაკადის შედეგები საკმაოდ ნათლად აჩვენებს, როგორც ინტერესის მასშტაბს, ისე შერჩევის პროცესის სიზუსტეს. პროგრამა 6 მიმართულებით გამოცხადდა და საერთო ჯამში მივიღეთ 500-მდე აპლიკაცია, რაც მაღალ კონკურენციაზე მიუთითებს. ამ რაოდენობიდან ინტენსიური სწავლებისთვის 12 მონაწილე შეირჩა, რომელთაგან 11-მა პროგრამა წარმატებით დაასრულა და გუნდის წევრი გახდა“.
ფოტო: Upgaming
მაიკოს თქმით, პროგრამის მთავარი წარმატება მონაწილეების ბუნებრივი და სწრაფი ინტეგრაციაა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა მათმა აქტიურმა ჩართულობამ კომპანიის შიდა ცხოვრებაში. ისინი პირველივე დღეებიდან გახდნენ აფგეიმინგის კულტურის ნაწილი: მონაწილეობდნენ შიდა კლუბების აქტივობებში, თიმბილდინგებსა თუ სხვადასხვა გასართობ და კულტურულ ღონისძიებებში.
უწყვეტი განვითარება: პირველი ნაკადის გაკვეთილები
პირველი ნაკადი აფგეიმინგისთვის მნიშვნელოვანი შემეცნებითი პროცესი აღმოჩნდა. მაიკოს თქმით, პროგრამის მართვისას ყველაზე დიდი გამოწვევა მკაცრი სტრუქტურისა და მონაწილეთა ინდივიდუალური საჭიროებების მიმართ მოქნილობის ბალანსი იყო.
მუდმივი უკუკავშირი, ყოველთვიური შეხვედრები, პრეზენტაციები და წერილობითი უკუკავშირი გახდა ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც პროექტი გააცოცხლა.
„ამ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ Talent Growth პროგრამა არ არის სტატიკური პროდუქტი. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. ჩვენი მიზანია, თითოეული ნაკადის შემდეგ პროგრამა მეტად მოვარგოთ მონაწილეების საჭიროებებსა და ბაზრის დინამიკურ მოთხოვნებს“.
Upgaming-ის Talent Growth პროგრამა განაგრძობს გაფართოებას. პირველი ნაკადის წარმატებამ უფრო მასშტაბურ გეგმებს ჩაუყარა საფუძველი, რაც ახალი მიმართულებების დამატებასა და მეტი ტალანტის აღმოჩენას გულისხმობს.
მათთვის, ვისაც სურს პროფესიული გზა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობით დაიწყოს და გახდეს გუნდის ნაწილი, სადაც განვითარება პრიორიტეტია, დეტალური ინფორმაცია და სიახლეები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე.
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
კომენტარები