მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი
მთავრობის ადმინისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში ცვლილებები განხორციელდება. ცვლილებების მიხედვით, მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ.
საქართველოს კანონმდებლობით მთავრობის წევრებს, სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის მერს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება აკრძალული აქვთ. კანონის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული აკრძალვა მთავრობის წევრებს, სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის მერს იმიტომ ეხებათ, რომ "ინტერესთა კონფლიქტი" არ წარმოიშვას — თუმცა კანონპროექტის ავტორების აზრით, "მათი მოადგილეების შემთხვევაში ამგვარი საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან, მათ (მოადგილეების) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უშუალოდ აკონტროლებენ ზემდგომი თანამდებობის პირები".
"შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს მოადგილეების სხვა თანამშრომლებთან თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას," — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
რა შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული მოადგილეები დანამატებს?
კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ მთავრობის წევრის მოადგილეს, სახელმწიფო რწმუნებულის
მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სახელფასო დანამატებს მიიღებს:
- ზეგანაკვეთური სამუშაოს და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის;
- ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეებში მუშაობისთვის;
- ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის;
ფულად ჯილდოს კი მიიღებენ:
- დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის;
- ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის;
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა — თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.
ფულადი ჯილდოს შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.
გარდა სახელფასო დანამატებისა, იზრდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა. ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს.
"საჯარო დაწესებულებაში (გარდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი
დაქვემდებარებული დაწესებულებისა) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ
პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო
რიცხოვნობის 15%-ს, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი
დაქვემდებარებულ დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ
პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო
რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების
გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების
გათვალისწინებით," — ვკითხულობთ კანონპროექტში.
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
კომენტარები