NATO-საქართველოს ერთობლივი რვაპუნქტიანი დეკლარაცია
ნატოს ბრიუსელის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია მიიღო. დეკლარაციის ტექსტში საუბარია, საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
რვაპუნქტიან დოკუმენტში წერია, რომ ალიანსი მიესალმება იმ პროგრესს, რასაც საქართველომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მიაღწია.
"აშკარაა ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მიაღწია. ასევე, მივესალმებით იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ თავდაცვის სფეროში გაატარა. საქართველო მოწადინებულია ჰყავდეს მოდერნიზებული და ძლიერი თავდაცვის უწყება, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სვლა ამ მიმართულებით", - ნათქვამია დოკუმენტში.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მონაწილეობა იმ ოპერაციებში, რომელსაც ევროკავშირი მეთაურობს, ადასტურებს ქვეყნის ურყევ ნებას გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი.
ნატო აფასებს, ალიანსისა და საქართველოს თავდაცვის სტრუქტურის დაახლოების ტენდენციას. ამ მიმართულებით კი რამდენიმე საერთო პროექტს გამოყოფენ, მათ შორის, წვრთნის, გადამზადებისა და შეფასების საერთო ცენტრი, ასევე, თავდაცვის სკოლა. ასევე, დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული საქართველოსა და ნატოს საერთო წვრთნებზე, რომელიც 2019 წლისთვისაც არის დაგეგმილი.
"ჩვენ ღია ვართ დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც ჰიბრიდული ომისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით შედგება. საქართველოსა და ნატოს შორის გაძლიერდება თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც".
ალიანსი მიესალმება იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით გადადგა.
"ამ კონტექსტში არსებობს ახალი ინიციატივები, რომელსაც ალიანსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მათ შორის, ალიანსი მიესალმება იმ ლოგისტიკურ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო ნატოს წევრებსა და მის მოკავშირეებს უწევს".
ალიანსი გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაატაროს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები საქართველოს სასაზღვრო და საზღვაო სამხედრო ძალებისთვის. ალიანსი, ასევე, ელოდება საქართველოს მხარდაჭერასა და ჩართულობას მიმდინარე ოპერაციაში სახელწოდებით "ზღვის მცველი".
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სურვილი გახდეს ალიანსის წევრი სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით, ქვეყნის პროდასავლური კურსი უკვე ახალი კონსტიტუციითაც არის გამყარებული, რასაც ალიანსი მიესალმება.
ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ეს მოხდება სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგაც, რომელიც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილია.
"ალიანსი მხარს უჭერს რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში ნატოსთან დაახლოების მიმართულებით მიმდინარეობს. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო არჩეული გზიდან არ გადაუხვევს, ვინაიდან ეს პროცედურები აუცილებელია იმისთვის, რათა მომზადდეს ნიადაგი საქართველოს გაწევრიანებისთვის".
ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ და უპირობო მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ნატო ასევე, ადასტურებს და სრულ მხარდაჭერას გამოთქვამს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
"რუსეთის ქმედებები, აზიანებს და საქართველოს სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით მიერ ნაკისრი ვალდებულები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე, უზრუნველყოს ადგილზე საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესრიგის დამყარება".
ალიანსი მიესალმება, საქართველოს მისწრაფებას სრულად შეასრულოს ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები ძალის არ გამოყენების შესახებ.
"წლევანდელი შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის 10 წლის იუბილეს დაემთხვა. კომისიის სამუშაო პროცესი ნათლად ასახავს საქართველოსა და ალიანსის ურთიერთდამოკიდებულებას. ალიანსი მზად არის, ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით მაქსიმალურად გააღრმავოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ორ მხარეს შორის".
ამავე თემაზე:
- ტრამპი: საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი ექნება, მაგრამ ახლა - არა
- ნატოს სამიტზე გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა
- საქართველოს მოლოდინები ნატოს ბრიუსელის სამიტიდან - ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან
- მარგველაშვილი: ჩემი პოზიციაა, რომ ვიმსახურებთ ალიანსთან სწრაფ დაახლოებას
- სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატოს წევრი, ლიდერებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს გუშინ
- საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ყველა ინსტრუმენტი აქვს - მარგველაშვილი სტოლტენბერგს შეხვდა
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები