თბილისში, სვანიძის ქუჩაზე ნაპოვნი ცხედრის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყოს.

შსს-ს პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ ამ ეტაპზე ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

გამოცემა ნეტგაზეთის ინფორმაციით, ცხედარს ხელები და ფეხები არ აქვს და ნაწილობრივ გახრწნილია.