თბილისში, სვანიძის ქუჩაზე, ძაღლების თავშესაფრის ნანგრევებში ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთმა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ცხედარს ხელები და ფეხები არ აქვს და ნაწილობრივ გახრწნილია.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. On.ge-ს შსს-ში უთხრეს, რომ საკითხს არკვევენ და ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.