მთავრობამ სტრაბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ევა გოცირიძით ჩაანაცვლა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მთავრობამ 28 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2016 წლისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შეიყვანა.
მთავრობამ ევროპის საბჭოს 2016 წლის მაისში თეა წულუკიანის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის, იურისტ ნანა მჭედლიძისა და ყოფილი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დასახელებულმა კანდიდატებმა ევროპის საბჭოს წინაშე გაიარეს ე.წ. ფილტრაციის პროცედურა ამისათვის სპეციალურად შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში, რომელიც ექსპერტი მრჩევლებისაგან შედგება და რომლის როლია კანდიდატის წარმდგენი ქვეყნისა და ევროპის საბჭოსათვის ამა თუ იმ კანდიდატის შესაბამისობის შესახებ რეკომენდაციების მიცემა. დადგენილი სტანდარტით, სამპირიანი სია ვარგისიანია, თუ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი მაინც არის განსხვავებული სქესის და თუ ორი სქესის კანდიდატები ერთმანეთის რეალურ კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალონ; მრჩეველთა მიერ გაცემულ რეკომენდაციებს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიაში წარმოდგენილი კანდიდატების კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად.
როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, ექსპერტების შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილ კანდიდატთაგან ალექსანდრე ბარამიძე სრულად აკმაყოფილებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად ევროპული კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით ითქვა, რომ ევროპულ სასამართლოში მისი, როგორც იურისტის, 11 წლიანი გამოცდილება მთავარი დადებითი ნაწილია მისი პროფესიული კარიერისა და სასურველია ფლობდეს სხვა პროფესიულ გამოცდილებასაც, ხოლო ნანა მჭედლიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ის მისი კარიერული წინსვლის ამ ეტაპზე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ამავე კრიტერიუმებს, ძირითადად, დადგენილ სტანდარტებთან მისი ხანმოკლე ან არასაკმარისად მაღალი აკადემიური გამოცდილების შეუსაბამობის გამო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სათანადო გამოცდილების უქონლობის გამო.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მთავრობამ გაითვალისწინა ექსპერტთა რეკომენდაციები, დაიცვა გენდერული ბალანსი და ნანა მჭედლიძე ჩაანაცვლა ევა გოცირიძის კანდიდატურით.
ევა გოცირიძე 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წერს, სამოქალაქო საზოგადოების ღია პროტესტის მიუხედავად მან 2015 წლის 25 დეკემბერს მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში არჩევას. მისი თქმით, მთავარი არგუმენტი მურუსიძის სასარგებლოდ მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა იყო. სააპელაციო სასამართლოში არჩევამდე ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის გახმაურებული საქმეების განხილვაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. რაც შეეხება მოლაშვილის საქმეს, 2014 წლის 11 მარტს მოსარჩელე და საქართველოს მთავრობა ევროპულ სასამართლოში მეგობრულად მორიგდნენ. საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილის სასარგებლოდ 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა, ამასთან მთავრობამ აღიარა კონვენციის მუხლების დარღვევა მოსარჩელესთან მიმართებით, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც.
ევა გოცირიძემ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ასევე განაცხადა, რომ როცა საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, შესაძლოა შეიზღუდოს მედიის გამოხატვის თავისუფლება. მისი თქმით, არასამთავრობოებსა და მედიას გამოხატვის თავისუფლება "ვულგარულად ესმის". საქმე ეხებოდა კონკრეტულად მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კრიტიკას.
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები