შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მწერალ ზურა აბაშიძეზე დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული პირი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, 22 ივნისს, თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზურაბ აბაშიძეს დისკრიმინაციის ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თავდამსხმელს ბრალი უკვე წარედგინა. გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

თავდასხმის შესახებ ზურა აბაშიძემ ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, პოლიცია ცდილობდა, რომ მისთვის გადაეფიქრებინა განცხადების დაწერა.

შსს-ს განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოსაძიებლად გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული საქმის შესწავლა დაიწყო.