ძუძუმწოვრების კიდევ რამდენი სახეობაა აღმოსაჩენი? - მეცნიერებმა პასუხი იციან
ფოტო: Ondrej Prosicky
სულ რამდენი ძუძუმწოვარი ცხოვრობს ჩვენს პლანეტაზე, რომელებიც ჯერ არ აღმოგვიჩენია? ერთი შეხედვით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია - როგორ უნდა დათვალო ის, რაც არ იცი? თუმცა, მკვლევარებმა სტატისტიკური ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ ჩვენს პლანეტაზე ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი ძუძუმწოვრების 303 სახეობა ცხოვრობს.
ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მეცნიერებმა 5 557 სახეობის ძუძუმწოვარი აღმოაჩინეს. მათ რიცხვში შედიან როგორც უზარმაზარი ლურჯი ვეშაპები, ასევე ფუტკრისხელა ღამურებიც. ძუძუმწოვრები დიდი ხანია მეცნიერთა ყურადღების ცენტრში არიან, რის გამოც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახალი სახეობების აღმოჩენა შეუძლებელიც კია. ამის მიუხედავად, ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს - ყოველწლიურად მეცნიერები ძუძუმწოვართა ახალი სახეობების შესახებ იგებენ. გაითვალისწინეთ, რომ აქ ლაპარაკი არაა მხოლოდ შორეულ ადგილებში მცხოვრებ პატარა ცხოველებზე, ხშირად საკმაოდ დიდ ახალ სახეობებსაც ვხვდებით (მაგალითად ვეშაპების კონკრეტული სახეობები).
ეკოლოგიისა და ევოლუციის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორის, მოლი ფიშერის თქმით, ცხოველების გადაშენების ზრდის გათვალისწინებითა და ჩვენი სამყაროს უკეთ გაცნობის სურვილის გამო ძალიან მნიშვნელოვნია ახალი სახეობების იქამდე პოვნა, სანამ ისინი გაქრებიან. აღმოსაჩენ მცენარეთა რაოდენობის შეფასებისათვის გამოყენებული სტატისტიკური ანალიზის მოდელი მეცნიერებმა ამჯერად ძუძუმწოვრებზე გამოიყენეს და 1760 წლიდან 2010 წლამდე აღმოჩენილი ცხოველების რაოდენობის ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ მომავალში კიდევ 303 სახეობის შესახებ შევიტყობთ.
კვლევის შედეგების მიხედვით, აღმოუჩენელი სახეობების დიდი ნაწილი სავარაუდოდ ჯუნგლებში ცხოვრობს. შესაძლო გეოგრაფიულ ადგილმდებარეობათა შორის მეორე ადგილზე კი პალეარქტიკული რეგიონია, რომელიც ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკას მოიცავს.
"კვლევის შედეგები ბუნებრივად მიგვაჩნია, ვინაიდან ტროპიკული ჯუნგლები ყველაზე ცუდად გამოკვლეული ადგილია, შესაბამისად დიდია შანსი, რომ ძუძუმწოვართა კონკრეტული სახეობები იქ ვერც შევამჩნიეთ", - განაცხადა ფიშერმა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები