ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა დატოვეს: კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ
ფოტო: პირველი არხი
ძიუდოისტებმა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ყრილობა დატოვეს. როგორც ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ პრეზიდენტისგან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.
"გვინდა, რომ ძიუდოში იყოს ნორმალური მდგომარეობა და არ იყოს ერთპიროვნული მმართველობა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს. ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
ყრილობის დაწყებამდე დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ამ ფორმატში ყველა პრობლემის განხილვა სურს.
"აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მე ჩემს, როგორც დავით ქევხიშვილის პრეზიდენტის პოსტს ვიცავ, არამედ მე ვიცავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსს, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება ერთი ხელის აღებით, როდესაც მოუნდება რამდენიმე სპორტსმენს, დაიძახოს და გადააყენოს ან გადმოაყენოს, ეს მომავალ თაობებსაც შეეხება", - განაცხადა ქევხიშვილმა.
ძიუდოს ნაკრების რამდენიმე წევრი გუნდის კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ძიუდოისტები ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნის მიზეზს, ერთი მხრივ, ნაკრების წარუმატებლობასა და მეორე მხრივ, ფედერაციაში არსებულ მძიმე და უსიამოვნო სიტუაციას უკავშირებენ.
სპორტსმენები აცხადებენ, რომ თუ დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. როგორც ქევხიშვილის ამბობს, ის გადადგომას არ აპირებს.
აპრილის ბოლოს ევროპის ჩემპიონატიდან უმედლოდ დაბრუნების შემდეგ ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ გუნდი დატოვა, გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბი.
კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თქვა, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემის შესასწავლად სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია შეიქმნა. მისივე განმარტებით, კომისიამ უკვე გამოითხოვა ფედერაციიდან ინფორმაცია და მისი შესწავლის შემდეგ შედეგები გასაჯაროვდება.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები