მეცნიერები 80 წლის წინ გადაშენებული ტასმანიური მგლის გაცოცხლებას აპირებენ
ფოტო: Australian Museum
ტასმანიური მგელი 80 წელიწადზე მეტია, რაც გადაშენებულ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა მალე შეიძლება ეს სიტუაცია შეიცვალოს. ტასმანიური მგელი - ცნობილი, როგორც ტილაცინი, ჩანთოსან ძუძუმწოვართა ოჯახს მიეკუთვნებოდა და ავსტრალიასა და ტასმანიის კუნძულზე ბინადრობდა. ავსტრალიიდან მისი კვალი დაახლოებით 3000 წლის წინ გაქრა, ხოლო ტასმანიის კუნძულზე ტილაცინებმა საკმაოდ დიდი ხანი იცხოვრეს. მე-19 საუკუნეში იმ მიზეზით, რომ ტასმანიურმა მგლებმა დიდი რაოდენობით ცხვრები გაწყვიტეს, მათი მოკვლისთვის ჯილდოც კი დაწესდა.
1936 წელს სიტუაცია იმდენად შეიცვალა, რომ ტასმანიის მთავრობამ ამ ცხოველებზე ნადირობა აკრძალა. სულ რაღაც 2 თვის შემდეგ, ვაშინგტონში ჰობარტის ზოოპარკში უკანასკნელი ტასმანიური მგელი მოკვდა. წლების განმავლობაში დადიოდა ხმები, რომ ჩრდილოეთ ავსტრალიაში ტილაცინები ისევ ბინადრობდნენ, თუმცა ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
უკანასკნელი ტილაცინი
ფოტო: Getty Images
2017 წლის დეკემბერში მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო ამ ჩანთოსანი ცხოველის მთლიანი გენომის აგება და მომავალში მის "გაცოცხლებასაც" გეგმავს. გენომის აგება შესაძლებელი აღმოჩნდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ლაბორატორიებში დღემდე შენახულია ტილაცინთა "ლეკვების" ნიმუშები. ტილაცინთა გაცოცხლების პროცესში მთავარი პრობლემა მათი ახლო მონათესავე სახეობის არარსებობაა. მაგალითისათვის, მეცნიერთა სხვა ჯგუფი უახლოეს მომავალში მამონტების დაბრუნებას აპირებს, რასაც ხელს ძალიან უწყობს ის ფაქტი, რომ თანამედროვე აზიური სპილოები და მამონტები ევოლუციურად ახლო მონათესავე სახეობები არიან. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მეცნიერებს შეუძლიათ, აზიური სპილოს დნმ მაქსიმალურად დაამსგავსონ მამონტის დნმ-ს და მიღებული შედეგი მამონტის გამოსაყვანად გამოიყენონ. ამისათვის ისინი CRISPR ტექნიკას იყენებენ, რომელსაც "მოლეკულურ მაკრატელსაც" უწოდებენ და რომლითაც საკმაოდ მოსახერხებელია დნმ-ს რედაქტირება. პროფესორ პასკის შეფასებით, ტილაცინის შემთხვევაში გენური რედაქტირების მოცულობა ათჯერ მეტი იქნება, ვიდრე მამონტების შემთხვევაში. ეს გასაკვირი სულაც არაა იმის გათვალისწინებით, რომ ტილაცინის დნმ-ს გამოსაყვანად მეცნიერები ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამიას დნმ-ს გამოყენებას აპირებენ (ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია ტილაცინებთან ევოლუციურად ყველაზე ახლო მონათესავე სახეობაა).
ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია
ფოტო: Robert McLean
გენური ინჟინერია ახალგაზრდა სფეროა და სწორედ მამონტის გენომზე მომუშავე მეცნიერთა დამსახურებაა ამ სფეროს განვითარება. CRISPR ტექნიკით მუშაობა მხოლოდ 5 წელიწადია მიმდინარეობს და გადაშენებულ სახეობათა "გაცოცხლება" უკვე შესაძლებელია, ზუსტად ისე, როგორც მხატვრულ ფილმ "იურული პერიოდის პარკში" აცოცხლებენ დინოზავრებს. პროფესორ პასკის თქმით, ეს აღარაა სამეცნიერო ფანტაზიის ნაწილი და უკვე მეცნიერული ფაქტია. ამ ეტაპზე მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი მამონტის პროექტზე მუშაობის დასრულებას ელოდება და გრძელვადიან შედეგებზე დაკვირვებას აპირებს. შესაბამისად, თუ შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა, შესაძლებელია ჩვენმა პლანეტამ კვლავ უმასპინძლოს ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ მაცხოვრებელს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები