გაეროში სირიის საკითხზე რუსეთმა და აშშ-მ ერთმანეთის რეზოლუციის პროექტები დაბლოკეს
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიის საკითხზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტი დაბლოკა. ამის საპასუხოდ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ დაბლოკეს რუსეთის რეზოლუციის ორივე პროექტი.
13 თებერვლის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში აქტიურ საარტილერიო და ავია იერიშებს ახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ უქმეებზე რეგიონში სირიის სამთავრობო ძალებმა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს. დიდი ალბათობით, საუბარია ქლორის შემცველ მაღალ ტოქსიკურ გაზზე, ე.წ. ზარინზე. შეტევის შედეგად დაღუპულია სულ ცოტა 70 ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვია.
აშშ-ის რეზოლუცია
სხდომაზე პირველად კენჭი უყარეს აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიაში ქიმიური შეტევების გამოძიების ახალი მექანიზმის დანერგვას ეხებოდა. დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს კანადამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, პერუმ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ და თურქეთმა.
დოკუმენტის პროექტი სირიაში ქიმიური თავდასხმის გამოძიებისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითვალისწინებდა. ასევე, ქიმიური თავდასხმის სავარაუდო ადგილზე, სირიის ქალაქ დუმაში, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და გამომძიებლების დაშვებას.
ამასთანავე, რეზოლუციის მიხედვით, გამოძიებას უნდა დაედგინა იყო თუ არა ქიმიური თავდასხმა და თუ იყო რომელი ნივთიერებები გამოიყენეს და ვინ დგას ყველაფრის უკან.
რეზოლუციის პროექტს მხარი 12 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ორი - რუსეთი და ბოლივია. ერთმა ქვეყანამ თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტი ვარდება თუ უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი მაინც წინააღმდეგი იქნება, ამ შემთხვევაში იყო რუსეთი.
რეზოლუციის პროექტის განხილვისას გაეროში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფრანსუა დელარტმა განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება "კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სამხედრო დანაშაულია".
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი რეზოლუციით ქიმიურ თავდასხმას გმობს. მისივე თქმით, რეზოლუცია მოლაპარაკებების დროს მხარეებს შორის კომპრომისის შედეგია და რუსეთის მოთხოვნით აშშ ბევრ დათმობაზე წავიდა.
ანარქიად და მანიპულაციის მცდელობად შეაფასა რეზოლუცია რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ.
"რად გინდათ მექანიზმი, თუ დამნაშავეები გამოძიებამდე დაასახელეთ? გამოძიება საჭირო არაა, თქვენ არ გსურთ იმისა მოსმენა, რომ დუმაში ქიმიური თავდასხმა არ ყოფილა. თქვენ საბაბს ეძებდით, "თეთრმა ჩაფხუტიანმა" პროვოკატორებმა ის მოგცეს [ქიმიური თავდასხმის შესახებ ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა]".
რუსეთის რეზოლუციები
რუსეთის პირველი რეზოლუციის პროექტი სირიაში ქიმიური თავდასხმის გამოძიების მიზნით გაეროში შესაბამისი მექანიზმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში მოამზადეს, საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ადგილზე გამომძიებლები უნდა დაუშვან, რომელსაც რუსეთის მხარე აარჩევს.
კენჭისყრის შედეგები: ექვსი თანახმა, შვიდი წინააღმდეგი, ორმა თავი შეიკავა.
მეორე რეზოლუციის პროექტი დუმაში გამოძიებისთვის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მისიის გაგზავნას ითვალისწინებს. პროექტს მხარი ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი, ექვსმა თავი შეიკავა.
დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, კარენ პირსმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს რუსეთის რეზოლუციას, რადგან არ უზრუნველყოფს იმის გამოძიებას, თუ ვინ იყო თავდასხმაში პასუხისმგებელი.
"რუსეთის დღევანდელი ქმედებები - უსაფრთხოების საბჭოს წესებისა და უფლებამოსილების, მათ შორის გაეროს, წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს მსოფლიო მშვიდობის, უსაფრთხოების, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია".
ნიკი ჰეილის თქმით, აშშ რუსეთის რეზოლუციას თავიდანვე არ უჭერს მხარს, რადგან რუსეთი დუმაში ქიმიურ თავდასხმას არ აღიარებს.
ნებენზიას განმარტებით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მხარდასაჭერად შემქნილი "უდანაშაულო რეზოლუციის" არმიღება ეჭვებს ბადებს.
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
კომენტარები