აზერბაიჯანულენოვან სკოლებში მასწავლებლების დეფიციტია
"ჩვენს სკოლაში რამდენიმე საგნის კვალიფიციური პედაგოგი არ გვყავს. დაწყებით კლასებში ბავშვებს წერა-კითხვას მედდა ასწავლის," - ამბობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს მკვიდრი სეიმურ მამედოვი.
სოფელი ბაზაქლო დმანისიდან 8 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში 532 ადამიანი ცხოვრობს. ბაზაქლოს საბაზო საჯარო სკოლა აზერბაიჯანულენოვანია.
კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგების ნაკლებობა, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის უკვე დიდი ხნის პრობლემაა, განსაკუთრებით მკვეთრად ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში იგრძნობა. ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია, 1153 მასწავლებელი 61 წელს გადაცილებულია. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დასაქმებულ მასწავლებელთა 58,6% 50 წელზე მეტი ხნისაა, 16,5% - 35 წლამდე ასაკის, 30% კი პენსიონერია. არაქართულენოვან სკოლებში ამჟამად დასაქმებული 36 მასწავლებელი 1923-1930 წლებშია დაბადებული. მათგან 31 ქვემო ქართლში მუშაობს.
კვალიფიციურ მასწავლებელთა დეფიციტის გამო აზერბაიჯანულენოვან სკოლებში სწავლების დონე ქართულენოვან სკოლებთან შედარებით დაბალია. ამის გამო, მშობელთა დიდი ნაწილი იძულებულია, რომ შვილი სასწავლებლად ქართულ სკოლაში გადაიყვანოს. აზერბაიჯანულიდან ქართულ სკოლაში ბავშვთა გადაყვანის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ ბევრი აზერბაიჯანულენოვანი სკოლის შენობა სავალალო მდგომარეობაშია.
სოფელ ბაზაქლოს მასწავლებელი შაჰხანიმ იუსუბოვა ამბობს, რომ აზერბაიჯანული ენის მასწავლებელთა დიდი ნაწილი ასაკოვანია და მალე მათ სკოლის დატოვება მოუწევთ: “ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს მალე, შესაძლოა, აზერბაიჯანული ენის შესწავლის პრობლემა შეექმნათ. ბოლო წლებში ლიტერატურული აზერბაიჯანული ენის სწავლის დონე ისედაც ძალიან დაეცა.”
ბაზაქლოს მკვიდრი გადირ ვალიევი ამბობს, რომ მისი შვილები იძულებულები არიან სოფელ ოროზმანის აზერბაიჯანულენოვან სკოლაში იარონ:
“ჩვენს სკოლაში მასწავლებლები არ გვყვავდნენ, ამიტომ ახლა აქ ბავშვები 4 კლასის ჩათვლით სწავლობენ. იძულებულები ვართ, რომ შვილები სასწავლებლად სხვა სოფელში გავაგზავნოთ. მიკროავტობუსი ვიქირავეთ, რომელსაც ბავშვები ყოველდღე ზემო ოროზმანის სკოლაში მიჰყავს.”
განათლების დაბალი ხარისხისა და მოუწყობელი სასკოლო ინფრასტრუქტურის გამო აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება.
“მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირების გამო უახლოეს მომავალში ბევრი აზერბაიჯანულენოვანი სკოლა, შესაძლოა, საერთოდ დაიხუროს. ეს სერიოზული პრობლემა იქნება მომავალი თაობის განათლების საქმეში. არაქართულენოვანი სკოლების ახალი საკადრო რესურსით შევსებაზე ხელისუფლებამ დროულად უნდა იზრუნოს,” - აცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები