შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ, თუკი ვინმე ევოლუციის სინამდვილის დამტკიცებას მოგთხოვთ, შეგიძლიათ საკუთარი სხეული უჩვენოთ, რადგან იგი ერთგვარ მუზეუმს წარმოადგენს, რომელიც სავსეა უძველესი რელიკვიებით, რომლებიც აღარავის ჭირდება.

სიბრძნის კბილიდან დაწყებული, ყურების მოძრაობის "ნიჭით" დამთავრებული, რომელიც ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ შეუძლია, ბევრ სხვა დღეისთვის გამოუსადეგარ ნარჩენებს ვატარებთ, რომლებიც ჩვენი ცხოველი წინაპრებისთვის საციცოცხლოდ აუცილებელი უნარებს წარმოადგენდა.

ეს უცნაური ნარჩენები, მხოლოდ იმიტომ შემოგვრჩა ათასწლეულების განმავლობაში, რომ მათ გაქრობას არანაირი "ღირებულება" არ გააჩნია. ისინი მნიშვნელობას მხოლოდ ბუნებრივი გადარჩევის შედეგად განვითარებული ევოლუციის ახსნისას იძენენ, რაც შეგიძლია თავადაც ნახოთ.

1. მაჯა

ფოტო: allyouneedisbiology

აი, ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ახლავე შეგიძლია შეამოწმო: თუკი მაჯას მოხრი და ცერა თითს ნეკთან მიადებ, სავარაუდოდ, მაჯის შუაგულში ამობურცულ მყესს შენიშნავ.

თუკი არაფერი გამოგივიდა, მეორე მაჯაც შეამოწმე, მაგრამ თუ არც მეორე ხელზე აღმოგაჩნდა ეს მყესი, არაუშავს - ეს ნიშნავს, რომ ადამიანების იმ 10-15%-ს მიეკუთვნები რომლებიც ამ "შესაძლებლობის" გარეშე დაიბადა.

ეს მყესი ნების გრძელ კუნთს (m. palmaris longus) უკავშირდება, რომელიც უმეტესობა ჩვენთაგანს აქვს, თუმცა მისი არსებობა სულაც არ არის საჭირო.

კვლევამ დაადგინა, რომ მისი არსებობა წინამხირის არეში, არანაირ უპირატესობას არ გვაძლევს იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც მის გარეშე დაიბადა.

სინამდვილეში იგი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ხშირად, ქირურგები კუნთოვანი ქსოვილის აღდგენის ან სხვადასხვა ტიპის პლასიკური ოპერაციებისას, სხეულის სხვა ნაწილში გადასანერგად იყენებენ.

და მაინც, როგორ მოხვდა ეს უსარგებლო კუნთი ჩვენს სხეულში?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნების გრძელი კუნთი ძუძუმწოვრების ბევრ სახეობაში გვხვდება, თუმცა ყველაზე მეტად იმ ცხოველებშია განვითარებული, რომლებიც ხელებს გადასაადგილებლად იყენებენ, მაგალითად, ლემურები ან მაიმუნები.

2. ყურის კუნთები

შეგიძლიათ თქვენი ყურსი გარშემო არსებული სამი კუნთის ამოქმედება ისე, რომ ყურის ნიჟარა გამოძრავდეს? ძალიან კარგი - ამით მხოლოდ იმის ჩვენება შეგიძლიათ თუ როგორ იქცა ჩვენი წინაპარი ცხოველებისთვის აუცილებელი უნარი ადამიანებისთვის უმნიშვნელო ევოლუციურ ნაშთად.

როგორც ჩანს, ბევრი თანამედროვე ღამის ცხოველის მსგავსად (კატა, კურდღელი, ქურციკი), მილიონობით წლის წინ, არსებები რომელთაგანაც წარმოიქმნა ადამიანი, დამოკიდებულები იყვნენ ყურის მოძრაობაზე, რათა უკეთესი კუთხით დაეჭირათ ხმა, რომ დაედგინათ ადგილი საიდანაც ის მოდიოდა.

ჩვენ კი ბოლომე არ დაგვიკარგავს ის "შეიარაღება" რასაც წინაპრები იყენებდნენ. Vox-ის ვიდეოში კარგად არის ნაჩვენები, რომ ადამიანები, არამხოლოდ ინარჩუნებენ კუნთებს ყურის გარშემო, არამედ უნებურად იყენებენ კიდეც. კვლევამ დაადგინა, რომ აღნიშნული კუნთები ხმაზე რეაგირებენ, თუმცა ისე მძლავრად ვეღარ, რომ ყურის ნიჟარის მოძრაობა შეძლონ, მაგრამ მაინც.

3. ჟრუანტელი

როდესაც გვცივა, უმცირესი კუნთები, რომლებიც თმის ბოლოებს კანთან აკავშირებენ, იკუმშებიან და თმის ღეროებს ვერტიკალურად აღმართავენ, რის შედეგადაც კანი იბურძგლება.

ბეწვიანი ძუძუმწოვრებში, რომლებიც ჩვენ გვენათესავებიან, ეს ქმედება თერმული იზოლაციისთვის ზრდის სივრცეს, რაც სითბოს შენარჩუნებაში ეხმარებათ. თანამედროვე ადამიანისთვის კი, ცენტრალური გათბობისა და თბილი ქურთკების პირობებში, იგი ნაკლებად გამოსადეგარია.

დაბურძგვლა კიდევ უფრო გამოუსადეგარია შიშის ან მუსიკის ზემოქმედების დროს. ესეც ევოლუციური ნაშთია, რადგან სხეული სიცივეზე ადრენალინის დახმარებით რეაგირებს, რომელიც სტრესთან და შიშთან ერთადაც გამოიყოფა, რაც თავის მხრივ კრიტიკულ სიტუაციაში "იბრძოლე ან გაიქეცის" რეაქციაშიც არის ჩართული - დაბურძგვლა, საფრთხის დროს, ბეწვიან ცხოველებს ეხმარება უფრო დიდი გამოჩდნენ მოწინააღმდეგის თვალში.

სწორედ ამავე მიზეზით, მოულოდნელი ან ემოციური მუსიკალური გადასვლა, ზოგიერთ ადამიანს ჟრუანტელს გვრის.

4. კუდუსუნი

კუდუსუნი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ევოლუციური გადმონაშთია - ხერხემლის მალების გროვა, რომელიც სრულაიდ უსარგებლოა და ჩვენი წინაპრების კუდის ნარჩენს წარმოადგენს. სხვათაშორის, სიცოცხლსი გარკვეულ ეტაპზე, ყოველ ჩვენთაგანს გვქონდა კუდი.

ორსულობის მეოთხე კვირაში, ადამიანის ემბრიონს 10-12 მალისგან შემდგარი კუდი გააჩნია, თუმცა ადამიანებსა და ადამიანისებრ მაიმუნებში, მისი წარმოქმნისთანავე უჯრედები დაპროგრამებულად იწყებენ კვდომას და კუდი აღარ ვითარდება.

ევოლუციური გადმონაშთებზე უფრო მეტის გასაგებად შეგიძლიათ უყუროთ Vox-ის შესანშნავ ვიდეოს და შეიტყოთ თუ რატომ ბღჯავენ ახალდაბადებული ბავშვები ყველაფერს, რაც კი თითებში მოხვდებათ - ეს ქცევაც ჩვენი წინაპრების გადმონაშთია.