ფარიზი - პატარა სოფლის დიდი პრობლემები
ფოტო: Human Rights House Tbilisi
"ახლა ტირილით გამოვედი სახლიდან. ჩემი მეუღლე ლოგინად არის ჩავარდნილი. უკვე სამი დღეა, იმდენი წყალიც ვეღარ მომაქვს, რომ მწოლიარე ავადმყოფს მოვუარო. მეზობლები მაძლევენ ხოლმე წყალს, მაგრამ ახლა წყალი არც მათ აქვთ. წყარო, საიდანაც წყალი მოგვაქვს, რამდენიმე დღეა დაშრა. ბოლო სამი დღეა აქ ცარიელი ჭურჭლით მოვდივარ და სახლშიც ცარიელი ჭურჭლით ვბრუნდები,“ - ამბობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში მცხოვრები გიულნაზ ნამაზოვა.
250-კომლიან ფარიზში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობის 40%-ს წყალი სახლში აქვს შეყვანილი, მოსახლეობის ნახევარზე მეტს კი გიულნაზ ნამაზოვას მსგავსად წყლის წყაროდან მოტანა უწევს.
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ფარიზის კიდევ ერთი მკვიდრი, ფარიზ ასკაროვი ამბობს, რომ წყლით ბოლომდე არც ის ოჯახები არიან უზრუნველყოფილები, რომლებსაც სახლში წყალი აქვთ შეყვანილი: „მხოლოდ იმ სახლებში მოდის წყალი მაღალი წნევით, რომლებიც იმ წყაროსთან არიან ახლოს, საიდანაც წყალია გამოყვანილი. წყაროდან მოშორებით თუ არის სახლი, იქ დღე-ღამის განმავლობაში წყალი 1-2 საათის განმავლობაში თუ მოდის. ინდივიდუალური მრიცხველი რომ იდგეს ყველა ოჯახში, წყაროსთან ახლოს მდებარე სახლებში წყალს უფრო ყაირათიანად მოიხმარდნენ და სამყოფი წყალი ყველას გვექნებოდა.“
ფარიზელებს უწყლობის გარდა კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ: სოფელში არ არის კანალიზაცია, მოუწესრიგებულია გზები და არც საკმარისი ნაგვის ურნები დგას.
"გზები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. წყალი ურიკით მომაქვს ხოლმე. ოღროჩოღრო გზების გამო ხშირად ურიკა გადამყირავებია ძლივს-ძლივობით წამოღებული წყალიც დამღვრია", - ამბობს გიულნაზ ნამაზოვა.
ფარიზ ასკაროვი აღნიშნავს, რომ სოფელში გაზის გაყვანის გამო გადათხრილი გზები გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ აღარ შეაკეთეს: "გზები ისედაც არ გარგოდა და ახლა კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდეს. როცა წვიმს, საშინელი ტალახია და სიარული გვიჭირს. ცენტრალური გზის პირას არსებული ტროტუარები მაინც შეაკეთონ. ბავშვები სკოლაში სასიარულოდ ამ გზას იყენებენ და ცუდ ამინდში იძულებულები არიან, საავტომობილო გზაზე იარონ. ამის გამო რამდენიმე ბავშვს მანქანა დაეჯახა."
გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ გადათხრილი გზები აღარ შეაკეთეს
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
"ყოველ დილით ჩემი პირველი საქმე იმ პოლიეთილენის პარკების და ქაღალდის ნაგლეჯების შეგროვებაა, რომლებიც ქარს სანაგვედან ჩემი სახლის ეზოში მოაქვს,“ - ამბობს გულმაია მამადოვა. მისი სახლი სოფლის სპონტანურ ნაგავსაყრელთან ახლოს მდებარეობს, - "ნაგვის ურნები აქ არ არის, ხალხს ნაგავი მოაქვს და აქ, ჩემს სახლთან ახლოს ყრის. მათ ვერაფერს ვეუბნებით, რადგან ჩვენ თვითონაც ნაგავს აქ ვყრით."
ალი ორუჯოვიც სხვების მსგავსად საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გზის პირას, სპონტანურ ნაგავსაყრელზე ყრის: "წყლის გაყვანასა და გზების დაგებას თუ დიდი სახსრები სჭირდება, ნაგვის ურნების დადგმას ბევრი ფული ხომ არ უნდა? ყველგან ნაგავი ყრია. რადგან ნაგავი არავის გააქვს, იძულებული ვართ, რომ დრო და დრო დაგროვილი ნარჩენები დავწვათ. ამის გამო ისევ ჩვენ გვაჯარიმებენ."
ნურანა ალაჰვერდიევა ამბობს, რომ ქუჩებსა და გზებზე დაყრილი ნაგვისა და დაღვრილი საკანალიზაციო წყლის გამო ზაფხულში სოფელში აუტანელი სუნი დგას: "სიმყრალე, ბუზი და კოღო იკლებს აქაურობას"
საკანალიზაციო წყალი გზის პირას, არხში იღვრება
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
როგორც ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების უმეტესობაში, ფარიზშიც მამაკაცთა უმრავლესობა თავისუფალ დროს ჩაიხანაში ატარებს. ჩაიხანაში ისინი ძირითადად, სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებასა და პრობლემებზე საუბრობენ.
"სახლში წყალი საკუთარი სახსრებით გავიყვანე, მაგრამ წყალი მაინც არ გვაქვს. არც გზები ვარგა სოფელში, მაგრამ ჩვენი პრობლემები არავის აინტერესებს", - აღნიშნავს ვაქილ გოჯაევი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მაჰამად ჰუსეინოვი ამბობს, რომ სოფლის პრობლემების უმრავლესობა მალე მოგვარდება:
"ამ სოფელს ყოველთვის ბევრი პრობლემა ჰქონდა. სახელმწიფო პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებს. ვიცით, რომ სოფელში წყალი არ არის და გზებიც მოუწესრიგებელია. ადრე აქ გაზი და შუქიც არ იყო. ახლა ეს პრობლემები უკვე მოგვარებულია. სახელმწიფო სხვა პრობლემებსაც მოაგვარებს. პირველ რიგში, წყალს ყველა ოჯახში გაიყვანენ და მრიცხველებსაც დააყენებენ. ამის შემდეგ კი გზებიც გაკეთდება. ორივე პრობლემა წელს მოგვარდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, ბევრი საუბნო გზა ძალიან ვიწროა და ნაგვის მანქანა იქ ვერ შედის".
ზოგიერთი მცხოვრები საკანალიზაციო წყალს გზისპირა არხებში ღვრის
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ჯანდაცვის ექსპერტი, თეიმურაზ რეხვიაშვილი, რომელიც ფარიზს ჩვენთან ერთად სტუმრობდა, აცხადებს, რომ ქუჩაში დაღვრილი საკანალიზაციო წყლები და ღია გარემოში დაყრილი ნაგავი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის:
"ნაგვის გარემოში დაყრა და მისი დაწვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ აქ ისეთი მიზეზებია, რომელთა მოგვარებაც სოფლის მოსახლეობას ხელისუფლების დახმარების გარეშე არ შეუძლია. საკანალიზაციო სისტემა ხელისუფლებამ უნდა მოაწესრიგოს და სოფელში დადგმული ნაგვის ურნების რაოდენობაც გაზარდოს".
რაჰმან ბადალოვი ამბობს, რომ ყოველი არჩევნების წინ ხალხს სოფლის პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, მაგრამ არჩევნების დასრულების შემდეგ დანაპირები აღარავის ახსოვს:
"თვითმმართველობის არჩევნებზე ავირჩიეთ კანდიდატი, რომელიც დაგვპირდა, რომ წყალი გვექნებოდა. მართალია, არჩევნებიდან ჯერ დიდი დრო არ არის გასული, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ დაპირების შესრულებისთვის არაფერი კეთდება: არც წყლის გაყვანას აპირებენ და არც მრიცხველების დაყენებას".
-
ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
გადახედვა
-
მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
გადახედვა
-
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე
-
გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს
გადახედვა
-
პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
გადახედვა
-
რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში? რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში?
გადახედვა
-
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია
-
ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
-
პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე" პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე"
გადახედვა
-
მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით
-
შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი
გადახედვა
-
ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს
გადახედვა
-
"არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე" "არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე"
გადახედვა
-
G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე
გადახედვა
-
ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს
-
შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს
გადახედვა
კომენტარები