სუს: პანკისში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფლებში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირები ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაერთიანდნენ და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, ტერორისტული ორგანიზაციის დროშა და მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები ამოიღეს.
"კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ ღამეს პანკისის ხეობის სოფლებში — ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს.
ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი, ეგრეთ წოდებული, "ჯამაათის" ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ. რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ასევე ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" დროშა, მათ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები," — განაცხადა უწყებამ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 326-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
სუს: პანკისში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს სუს: პანკისში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
MyBusiness.ge — პირველი ბიზნეს მარკეტფლეისი საქართველოში MyBusiness.ge — პირველი ბიზნეს მარკეტფლეისი საქართველოში
-
ირაკლი კობახიძე: "[დიუშენის წამლის] თანხას პერსონალური ჯიბიდან არ ვიღებთ — ეს არის ხალხის ფული. მთავრობამ თანხები რაციონალურად უნდა დახარჯოს" ირაკლი კობახიძე: "[დიუშენის წამლის] თანხას პერსონალური ჯიბიდან არ ვიღებთ — ეს არის ხალხის ფული. მთავრობამ თანხები რაციონალურად უნდა დახარჯოს"
გადახედვა
-
ბაზისბანკისა და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა — ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში ბაზისბანკისა და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა — ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
-
როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის
-
ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ ოფიციალურ კავშირს აჩერებს ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ ოფიციალურ კავშირს აჩერებს
გადახედვა
-
ინოვაცია ყოველდღიურობაში — როგორ მუშაობს ტექნოლოგიური გუნდი Upgaming-ში ინოვაცია ყოველდღიურობაში — როგორ მუშაობს ტექნოლოგიური გუნდი Upgaming-ში
-
ჯინი უისლის როლის შემსრულებელმა Harry Potter-ის სერიალი მოულოდნელად დატოვა ჯინი უისლის როლის შემსრულებელმა Harry Potter-ის სერიალი მოულოდნელად დატოვა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში ვარსკვლავური მტვრის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში ვარსკვლავური მტვრის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მცირე ბიზნესიდან მდგრად განვითარებამდე — პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ახალ სერიას იწყებს მცირე ბიზნესიდან მდგრად განვითარებამდე — პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ახალ სერიას იწყებს
-
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე ირაკლი კობახიძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე
გადახედვა
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტას ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტას ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
-
"ქართული ოცნება" ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავს "ქართული ოცნება" ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ეწვია საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ეწვია
-
დონალდ ტრამპი: კატარის ემირმა და გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანზე დაგეგმილი თავდასხმისგან, ვინაიდან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს დონალდ ტრამპი: კატარის ემირმა და გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანზე დაგეგმილი თავდასხმისგან, ვინაიდან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს
გადახედვა
-
BBC: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქებას სულ მცირე 131 ადამიანი ემსხვერპლა BBC: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქებას სულ მცირე 131 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
La Dernière Heure: ხაზარაძეების ოჯახმა ბრიუსელის ისტორიული კომპლექსი Aegidium შეიძინა La Dernière Heure: ხაზარაძეების ოჯახმა ბრიუსელის ისტორიული კომპლექსი Aegidium შეიძინა
გადახედვა
-
ნახეთ — ბრწყინვალე ფოტოები ბუნებას ახლებურად გვაჩვენებს ნახეთ — ბრწყინვალე ფოტოები ბუნებას ახლებურად გვაჩვენებს
გადახედვა
-
AI ჩატბოტები ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ავრცელებენ AI ჩატბოტები ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ავრცელებენ
გადახედვა
-
როგორ "გამოიყურება" სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს როგორ "გამოიყურება" სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს
გადახედვა
კომენტარები