მიტროპოლიტი ანტონი: პირველი სინოდი როგორც კი შედგება, დავაყენებთ წამლის, შეწყალებების, პატიმრობების საკითხებს
"პირველი სინოდი, როგორც კი შედგება დავაყენებთ წამლის, შეწყალებების, პატიმრობების საკითხებს" — ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, სინოდის უახლოეს შეკრებაზე არაერთი აქტუალური თემა განიხილება. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პატიმართა შეწყალებას და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პრობლემას.
მღვდელმთავრის განმარტებით, ეკლესიის მესვეურები მზად არიან პრობლემების თანმიმდევრული და სისტემური შესწავლისთვის. სინოდის წევრები უკვე აქტიურად მუშაობენ, რათა თითოეულ მნიშვნელოვან გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა შეიმუშაონ.
"პირველი სინოდი, როგორც კი შედგება, ყველა საკითხს დავაყენებთ, დავიწყებთ მეთოდოლოგიურად ყველა საკითხზე — იქ ბავშვის წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები. რა თქმა უნდა, განვიხილავთ", — განაცხადა მეუფე ანტონმა.
როდესაც მას დიუშენის დაავადების მქონე მოზარდების მხარდაჭერაზე ჰკითხეს, მიტროპოლიტმა დაადასტურა თავისი თანადგომა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მას ზუსტად ისეთივე პოზიცია აქვს, როგორიც "ყველა ჯანსაღ ადამიანს უნდა ჰქონდეს".
მეუფე ანტონი მიიჩნევს, რომ ეს საკითხები სხდომის გეგმაში ორგანულად დაიკავებს ადგილს და სინოდი მმართველ გუნდს შესაბამის რეკომენდაციებსაც მიაწვდის. მისივე თქმით, ეს პროცესი სხვა მღვდელმთავრების საერთო ნებასაც გამოხატავს და განხილვისთვის სრული მზაობა არსებობს.
"თავისთავად დადგება, მეც რომ არ დავაყენო, ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ", — განაცხადა მეუფე ანტონმა.
შეგახსენებთ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა წამლის მოთხოვნით კანცელარიასთან 27-ე ღამე უკვე გაათიეს. ისინი თავიანთი შვილებისთვის იმ სამკურნალო პრეპარატების შემოტანას ითხოვენ, რომელთა დიდმა ნაწილმა აშშ-ისა (FDA) და ევროპის (EMA) მკაცრი სამედიცინო კონტროლი უკვე გაიარეს..
- მამა გიორგი წეროძე: დიუშენით დაავადებულთა მხარდამჭერი აქცია სოციალური აქცია არაა, ესაა შესაძლებლობა, რომ სიყვარული ოჯახის საზღვრებს გასცდეს
- ირაკლი კობახიძე: არასწორია, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან და მშობლებთან არ არის კომუნიკაცია
- "მოვუწოდებთ სახელმწიფოს: დროულად მოახდინოს ადეკვატური რეაგირება პაციენტების საჭიროებებზე" — ექიმები განცხადებას ავრცელებენ
- გიორგი კავკასიძე: ახალი, ეფექტური პრეპარატებით მკურნალობა აფერხებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრესს
- მეუფე ნიკოლოზი: ადამიანურად მიმაჩნია და გაუგებარია, რატომ არ უნდა დაფინანსდეს [დიუშენის დისტროფიის წამალი]
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები