MEGOBARI აქტის გეოგლიფის შექმნის გამო როსტომ ზარანდია მეორედ დააჯარიმეს
ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია მეორედ დაჯარიმდა ანაკლიაში, შავი ზღვის კურორტზე, გეოგლიფის წარწერის, MEGOBARI Act-ის გაკეთების გამო. გეოგლიფი აშშ-ის კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
სასამართლომ ზარანდია სამშაბათს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე დააჯარიმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ჯარიმად 1 750 ლარი (დაახლოებით 650 აშშ დოლარი) განსაზღვრა და ზარანდია დამნაშავედ ცნო "ნაყოფიერი ნიადაგის ზედა ფენის მოხსნასა და გადაადგილებაში“.
დამოუკიდებელი გამოცემა "ბათუმელები" წერს, რომ ზარანდიამ და სხვა აქტივისტებმა გეოგლიფის შექმნაზე საძოვრის ტერიტორიაზე 15 დღე იმუშავეს, თითოეული სიმბოლოს სიმაღლე კი დაახლოებით 50 მეტრს აღწევდა. ნამუშევარი ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა.
ზარანდიამ გამოცემას უთხრა, რომ ამ გზით აქტივისტებს სურდათ, გამოეხატათ მხარდაჭერა აშშ-ის კანონპროექტის მიმართ და ეჩვენებინათ "პოზიციების განსხვავება" საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დასავლეთთან ურთიერთობების საკითხში. მისი თქმით, მათ გარემოსთვის ზიანი არ მიუყენებიათ.
ზარანდია ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული გეოგლიფის შექმნის გამო. ინციდენტი დეკემბერში მოხდა, როდესაც ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებით მას 2 000 ლარიანი (დაახლოებით 750 დოლარის) ჯარიმა დაეკისრა იმ არგუმენტით, რომ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნებართვოდ გამოიყენა.
ზარანდიას სამართალდამცავებთან კონფლიქტები მხოლოდ ამ შემთხვევით არ შემოიფარგლება. ივლისში იგი ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარის გამო, რომელშიც ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს "ტვინმკვდარს და ზანტს" უწოდებდა, ხუთი დღით დააკავეს. სასამართლომ იგი საჯარო მოხელის შეურაცხყოფაში ცნო დამნაშავედ. გარდა ამისა, იგი ორჯერ დაჯარიმდა ზუგდიდში წარწერების (სტენსილების) გაკეთებისთვის, რომლებიც დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, მხარდასაჭერად იყო შექმნილი.
კანონპროექტი — Mobilising and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence (MEGOBARI, ქართულად "მეგობარი") — პირველად რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში წარადგინა. იგი თბილისში და სხვა ქალაქებში გამართული მასობრივი პროტესტების ფონზე შეიქმნა, რომლებიც საქართველოს სადავო "უცხოური აგენტების" კანონის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.
კანონპროექტი კონკრეტული პირების, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, "რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას" სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
დოკუმენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის მაისში ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. თუმცა შემდგომ ეტაპზე ის აღარ დაწინაურდა — ოკლაჰომის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დასახელდა, რომელმაც კანონპროექტის შეტანა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) დაბლოკა.
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლების მიერ შემზღუდავი კანონების მიღების, 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებისა და ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის ფონზე მკვეთრად გაუარესდა. ამას თან ახლდა მმართველი პარტია ქართული ოცნების განცხადებები, თითქოს დასავლეთის გარკვეული ძალები საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობენ.
ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა არაერთ ქართველ ოფიციალურ პირს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს — მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც თბილისმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, აშშ-მა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან.
მმართველმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წასვლისა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა, თუმცა მოგვიანებით თბილისის მიმართ ვაშინგტონის პოზიციის არსებითი ცვლილების არარსებობის გამოუ კმაყოფილება გამოხატა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
-
შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ
გადახედვა
-
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გადახედვა
-
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
-
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
-
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
-
ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა
გადახედვა
-
Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის
გადახედვა
-
OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა
გადახედვა
-
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
-
"ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას? "ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას?
-
სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს
გადახედვა
-
კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს
გადახედვა
კომენტარები