შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

10 Jun. 2026, 11:54

აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმესთვის ეს ქვეყნის მტრობა არ არის, ეს არის მათი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარება საქართველოს ხარჯზე. მათ ეს ასე ვთქვათ ემოციური ბმა საქართველოსთან არ აქვთ. ამიტომ ის, რომ საქართველო თუ რაიმეში დაზიანდება და ეს იქნება სასარგებლო სხვა ქვეყნისთვის, ძალისთვის თუ რომელიმე ჯგუფისთვის, ამის მიმართ მათ რაიმე მგრძნობელობა არ აქვთ. საქმე იმაშია, "როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, სწორედ ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება.

რაც შეეხება სხვა გარე ძალებს, კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად დაძაბულ სამყაროში ვცხოვრობთ, ფაქტობრივად შეშლილია სამყარო, შეგვიძლია ვთქვათ. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია, მოქმედებს ძალის პრინციპი, ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომ არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ეს მიდგომა, რაც აქვთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ოღონდ ვინმემ გაუღიმოს გარედან, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს და მზად არიან, რომ საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვან, აი ეს არის სწორედ რაც არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირია. ჩვენი დამოკიდებულება ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არის არა დაქვემდებარება და ერთი მეორის კი არ, მეორის პოლიტიკურ თუ სხვა სახის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ ორივე ქვეყანა საკუთარ ეროვნული ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე

"ძალიან სამწუხარო ფაქტია" — ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ რუსთავის N17 პენიტენციურ…