"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
"ვერავის ვერ დააბულინგებთ თქვენი მხრიდან, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის როგორც შექება, ასევე შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა", — განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა ნინო წილოსანმა ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე საუბრისას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ლეგიტიმაცია აქვს.
"ვერავის ვერ დააბულინგებთ თქვენი მხრიდან, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის როგორც შექება, ასევე შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა. წლები იყო, როდესაც თქვენ ახერხებდით და ადამიანებს რაღაც კუთხით ასირცხვილებდით, რომ შეექოთ ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია, მას აქვს პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსი. პარტიაში მიიღება პოლიტიკის ძირითადი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები, სადაც ასევე იცით, რომ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ არაფერი დამალული არ არის, რაც თქვენ გინდათ, რომ ახლა რაღაცა კონსპირაციად წარმოაჩინოთ", — განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა ნინო წილოსანმა "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას.
ოცნების კიდევ ერთი დეპუტატის, ეკა ჭიჭინაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილზე ბრიფინგის გამართვა "საჭირო იყო იმიტომ, რომ არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის".
"ვეთანხმები ყველაფერს, რაც ირაკლი კობახიძემ ბიძინასთან დაკავშირებით თქვა. [ბრიფინგი] საჭირო იყო, იმიტომ რომ არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის, განსაკუთრებით თქვენი, სულელი ტელევიზიების", — ასე უპასუხა ეკა ჭიჭინაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას, რას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილზე ბრიფინგის გამართვა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და სწორედ ამ კონფიგურაციით გაიმარჯვეს არჩევნებში.
"თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს... მათ შორის ირაკლი კობახიძემაც განაცხადა: ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ვინ არის პარტიის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, ამ კონფიგურაციით გავედით არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია ქართულ ოცნებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება გუნდში, რომლის ნაწილიც არის საპარლამენტო უმრავლესობაც და მთავრობა. ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი. მათ შორის, პარტიის პოლიტსაბჭოში წარმოდგენილები არიან როგორც მთავრობის წევრები, ისე პარლამენტის წევრები და რომელსაც თავმჯდომარეობს ირაკლი კობახიძე, ხოლო საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და იქ მიიღება გადაწყვეტილებები. თქვენი აზრით, პარტიის პოლიტიკური საბჭო აბა რატომ იკრიბება ხოლმე? ინფორმაციას რომ იგებთ ხოლმე — შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, ფოტოებსაც ხედავთ და ვიდეოებსაც ხედავთ და მსჯელობთ — ამაზე რას ჰგონიათ, ამინდზე ხომ არ მსჯელობენ? აქ არა მხოლოდ თანამდებობრივ იერარქიებს და პოზიციებს აქვს მნიშვნელობა, არამედ პარტიულ იერარქიებს და პოზიციებს აქვს მნიშვნელობა. გადახედეთ ნებისმიერ ქვეყანას ევროპაში", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამართული ბრიფინგი მთლიანად ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა და მისი სახელი და გვარი 8 წუთში 27-ჯერ ახსენა. მან ივანიშვილს "პოლიტიკის გროსმაისტერი" უწოდა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებებზე ვრცლად ისაუბრა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები