აზერბაიჯანელმა თინეიჯერმა გოგონამ ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში თავი მოიკლა
აზერბაიჯანში 16 წლის გოგონამ, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასახმარებელ თავშესაფარში ცხოვრობდა, თავი მოიკლა. მედიის ინფორმაციით, იგი შენობის მეოთხე სართულიდან გადახტა.
გოგონამ, რომელიც მედიის ცნობით, ნურჯან ჯაფაროვაა, ბაქოში მდებარე "თამიზ დუნიას" თავშესაფარში თავი ოთხშაბათს მოიკლა. იგი ვარდნას გადაურჩა, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ბინაგადის რაიონის პროკურატურა შემთხვევას იძიებს.
ჯაფაროვა, რომელიც შამქირის რაიონიდან იყო, თავშესაფარში 11 სექტემბრიდან ცხოვრობდა.
პროსამთავრობო მედია Milli.az სახელმწიფო სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯაფაროვას დედა, ვუსალა ორუჯოვა, 2014 წელს გარდაიცვალა, ხოლო მამა რუსეთში ცხოვრობდა.
21 აგვისტოს, გოგონა ნათესავების სახლიდან გაიქცა, რის შემდეგაც თავშესაფარში განათავსეს.
"ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, მამამ, ელშად საფაროვმა, 18 ნოემბერს ოფიციალურად თქვა უარი", — განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტომ, და აღნიშნა, რომ ჯაფაროვა თავშესაფარში სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციას გადიოდა.
მიუხედავად სააგენტოს განცხადებისა, აზერბაიჯანის კანონმდებლობით, მშობლებს შვილზე უარის თქმის უფლება არ აქვთ. უცნობია, რა სამართლებრივი მექანიზმით დარჩა გოგონა მეურვის გარეშე.
Qafqazinfo წერს, რომ თავშესაფრის განცხადებით ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ დაწესებულებაში თვითმკვლელობა მოხდა. თავშესაფრის ცნობით, ჯაფაროვას სახლში დაბრუნება სურდა, თუმცა არც ერთი ახლობელი არ თანხმდებოდა მის შვილად აყვანაზე.
"მისი დეიდა რამდენჯერმე დაგვპირდა, რომ მიხედავდა, მაგრამ სამწუხაროდ, არც მეურვედ გაფორმების განაცხადი შეიტანა და არც რაიმე რეალური ნაბიჯი გადადგა. გოგონას მდგომარეობის შესახებ არაერთხელ შევატყობინეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს", — განაცხადეს თავშესაფარში.
თავშესაფრის თქმით, გოგონამ იმედი საბოლოოდ მაშინ დაკარგა, როდესაც შეიტყო, რომ მამამ "თითქოს უარი თქვა მასზე".
ჯაფაროვას თვითმკვლელობის შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე, კიდევ ერთი თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ქამალა აღაზადამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი თავშესაფრიდან არასრულწლოვანი გოგონა გაუჩინარდა. ის ერთ დღეში იპოვეს, თუმცა აღაზადამ აღნიშნა, რომ ბევრ ბავშვს კვლავ აქვს პრობლემა.
"რადგან მშობლის უფლებები შეზღუდული არ არის, ოჯახთან კონტაქტი ნარჩუნდება და თუ ბავშვის მიმართ პირდაპირი დანაშაული არ არსებობს, შეხვედრები კვლავ გრძელდება", — აღნიშნა აღაზადამ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
კომენტარები