ჯოჰაცუ — ადამიანის აორთქლების იაპონური ფენომენი
ყოველწლიურად იაპონიაში დაახლოებით 80 ათასი ადამიანი ქრება ისე, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. რატომ ხდება ეს?
ფოტო: Johatsu - Into Thin Air
ოდესმე გდომებიათ გაუჩინარება?
შესაძლოა ვალებში ხართ ჩაფლული. ან სამსახური გფიტავთ ნელ-ნელა. ან უიღბლო ქორწინება გთრგუნავთ.
ბევრი მიზეზია, რის გამოც ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს. იაპონიაში ასეთ ადამიანებს ერთ განსაკუთრებულ სახელს ეძახიან:
ჯოჰაცუ — აორთქლებული
ისინი ყველაფერს ტოვებენ — ცხოვრებას, სამსახურს, სახლს, ოჯახს — იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყონ. ეს არის ნამდვილი გაუჩინარების აქტი.
1990-იანი წლებიდან იაპონიაში ყოველწლიურად ფიქსირდება დაახლოებით 80,000 ჯოჰაცუ. ეს საზოგადოების უხილავი ზეწოლის ბნელი სარკეა, რომელიც ადამიანებს მორჩილებისკენ უბიძგებს.
მაგრამ სად მიდიან ისინი? რა ემართებათ მათ ოჯახებს? და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ფენომენიდან ჩვენ, სხვაგან მცხოვრებმა ადამიანებმა?
კადრი ფილმიდან "ჯოჰაცუ"
ფოტო: Johatsu - Into Thin Air
სირცხვილის ტვირთი
Johatsu: Into Thin Air — ბერლინელი რეჟისორების მიერ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ამ საიდუმლო ფენომენს იკვლევს. ანდრეას ჰარტმანსა და არატა მორის, ექვს წელზე მეტი დასჭირდათ ამ მგრძნობიარე პროექტის დასასრულებლად.
ჯოჰაცუს ანონიმურობის დასაცავად ფილმს იაპონიაში საჯაროდ არასოდეს უჩვენებენ.
"ერთხელ მაინც ყველას გვიფიქრია ცხოვრებიდან გაქრობაზე", — ამბობს მორი.
იაპონიაში ეს სურვილი უკავშირდება საზოგადოების მძიმე მოლოდინებს. "დამარცხების სირცხვილი" — განქორწინება, ვალები, სამსახურის დაკარგვა, გამოცდაში ჩაჭრა — შეიძლება ერთგვარ მუდმივ ლაქად იქცეს.
ამას ემატება სამუშაო კულტურაც, სადაც, მიუხედავად სიკვდილამდე დამღლელი სამუშაო საათებისა, სამსახურიდან წამოსვლა ან სამსახურის დაკარგვაც სირცხვილად ითვლება.
ამ ზეწოლის წინაშე, აორთქლება ხშირად ერთადერთ გამოსავლად რჩება.
გადასვლა სიბნელეში
მიუხედავად იმისა, რომ ჯოჰაცუ ყველასგან გარბის, ის მარტო არ არის. მათ ე.წ. "ღამით გადამყვანი კომპანიები" ეხმარებიან.
ეს არის სერვისი, რომელსაც ღამით, ფარულად გადაჰყავს ადამიანი ახალ, საიდუმლო ადგილას. ისინი ისე მოქმედებენ, თითქოს სახლი გაქურდეს ან ადამიანი გაიტაცეს. ქაღალდის კვალი და ფინანსური ტრანზაქციები ქრება.
ეს მთელი სერვისია მათთვის, ვისაც სურს აღარასოდეს იპოვონ.
ჯოჰაცუს მიერ დატოვებული ოჯახებისთვისაც არსებობს სერვისები — თუმცა პოლიცია იშვიათად ერთვება იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის კვალი არ ჩანს.
"ადგილობრივი პოლიციისგან დახმარების მიღება ძალიან ძნელია, რადგან იაპონიაში კონფიდენციალურობის კანონები მკაცრია" — ამბობს ჰარტმანი.
ამიტომ ოჯახები კერძო დეტექტივებს მიმართავენ, რომლებიც "ღამით გადამყვანი კომპანიების" საპირისპირო ფუნქციას ასრულებენ და გაუჩინარებული ადამიანის მოძებნას ცდილობენ.
კადრი ფილმიდან "ჯოჰაცუ"
ფოტო: Johatsu - Into Thin Air
"სირცხვილს სიკვდილი სჯობს"
"იაპონიას თვითმკვლელობით ღირსების დაცვის დიდი ისტორია აქვს", — ამბობს მორი.
მათთვის გაქრობა უფრო მიმზიდველი ალტერნატივაა. ოჯახისთვის გაურკვევლობა მტკივნეულია, მაგრამ თვითმკვლელობის მძიმე ფინანსურ ტვირთს — ვალებსა და ტრაგედიის ადგილთან დაკავშირებულ გადასახადებს — თავიდან ირიდებენ.
"ჯოჰაცუ შეიძლება ერთგვარ თვითმკვლელობადაც ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში საპირისპიროა", — ამატებს მორი — "ეს არჩევანია — არა მოკვდე, არამედ იცხოვრო".
მეორე სიცოცხლე
ფილმი Into Thin Air აჩვენებს ჯოჰაცუს მძიმე ყოფას: ბევრი მათგანი პატარა, ანტისანიტარიულ ბინაში ცხოვრობს და შავი, ხშირად, სახიფათო სამუშაოებით ირჩენს თავს.
"ეს ფილმი მათთვის იყო შანსი, პირველად გაეზიარებინათ საკუთარი ამბავი, რომელსაც წლებია გულში ინახავდნენ", — ამბობს ჰარტმანი — "ფილმზე მუშაობა მათთვის ერთგვარი თერაპია გახდა".
მაგრამ ჯოჰაცუს მეორე ცხოვრება იოლი არ არის. სევდა და დანაკარგი მაინც თან სდევს.
კადრი ფილმიდან "ჯოჰაცუ"
გაურკვეველი დანაკარგი
ჯოჰაცუს ოჯახები განიცდიან "გაურკვეველი დანაკარგის" ტრაგიკულ ფორმას. ისინი ვერასოდეს იღებენ საბოლოო პასუხს — ცოცხალია თუ არა საყვარელი ადამიანი, დაბრუნდება თუ არა ოდესმე.
ზოგი ჯოჰაცუ ჩუმად ადევნებს თვალს საკუთარ ოჯახს, თითქოს "შუშის სარკმელის მიღმა" რომელსაც ვერასოდეს გააღებენ.
ხშირად კი, ეს ციკლი განმეორებადია: ზოგჯერ ნათესავები, ხანდახან კი გაქცეულთა შვილებიც მომავალში იმავე გზას ირჩევენ და უჩინარდებიან.
გაქცევის მიზეზები:
ფილმში ერთ-ერთი ჯოჰაცუ ჰალუცინაციებშია და ეჩვენება, რომ ვიღაც მუდმივად უთვალთვალებს. მაგრამ სხვებისთვის ეს საფრთხე — ყოფილი მოძალადე პარტნიორი, იაკუძა ან იარაღიანი მდევარი — ძალიან რეალურია. დოკუმენტური ფილმი სწორედ ასეთი დაძაბული სცენით იწყება: კაცს, რომელიც შანტაჟისტი პარტნიორისგან გარბის, "ღამით გადამყვანი კომპანიის" ფურგონში სვამენ.
"ეს ადამიანები ხშირად ვალებს, ოჯახში ძალადობას, მაფიას ან ოჯახის პრობლემებს გაურბიან" — ამბობს ჰარტმანი — "მათ უბრალოდ სურთ, ყველაფერი თავიდან დაიწყონ, იქ, სადაც არავინ იცის მათი წარსული".
თუმცა რეჟისორის თქმით, ზოგჯერ ჯოჰაცუს მთავარი მოტივაცია არა კონკრეტული საფრთხე, არამედ ძლიერი გაუცხოების განცდაა. "ხანდახან ადამიანი უბრალოდ ვეღარ გრძნობს, რომ ამ საზოგადოების ნაწილია".
ფოტო წიგნიდან "გამქრალები"
ფოტო: Stéphane Remael
იაპონია — იდეალური ადგილი გაქრობისთვის
იაპონია თითქოს სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანი აორთქლდეს. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, იაპონიაში არ არსებობს დაკარგული ადამიანების ეროვნული ბაზა. პოლიციას კანონით ეკრძალება ორდერის გარეშე ბანკომატის ტრანზაქციებსა და ფინანსურ ჩანაწერებზე წვდომა. "კონფიდენციალურობისადმი უზარმაზარი პატივისცემა ანონიმური ცხოვრების დასაწყებად იაპონიას იდეალურ ადგილად აქცევს" — განმარტავს ჰარტმანი.
შერიგების იმედი
Into Thin Air-ის ყველაზე ძლიერი გზავნილი მაინც სხვაა: "შერიგებისთვის არასოდეს არის გვიან". ფილმში ერთ-ერთი ჯოჰაცუ, რომელიც თითქმის ოთხი ათეული წლის წინ გაუჩინარდა, ბოლოს კვლავ უკავშირდება თავის ოჯახს.
"ეს ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველთვის არსებობს შანსი შერიგებისთვის", — ამბობს ჰარტმანი.
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
კომენტარები