აზერბაიჯანული მედია ირწმუნება, რომ იდენტიფიცირებული არიან ის რუსი ოფიცრები, ვინც აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს
ფოტო: Ministry of Emergencies of Kazakhstan
პრორუსული აზერბაიჯანული მედიაკომპანია Minval ირწმუნება, რომ სამი რუსი სამხედრო ოფიცრის ვინაობა დაადგინეს, რომლებიც, მათი თქმით, პასუხისმგებლები არიან იმ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რომლის ყაზახეთში ჩამოვარდნას 38 მგზავრი ემსხვერპლა.
ინციდენტის შემდეგ მალევე, აზერბაიჯანმა რუსეთი სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანმა მოსკოვს პასუხისმგებლობის აღება, დამნაშავეების დასჯა და გადარჩენილებისთვის კომპენსაციის გადახდა სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ტრაგიკული ინციდენტისთვის" ბოდიში მოიხადა, ის რუსეთის დანაშაულს არ აღიარებს. ივლისის დასაწყისში, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის გამო, აზერბაიჯანი რუსეთისთვის საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შესატანად ემზადება.
Minval-მა სამშაბათს განაცხადა, რომ ანონიმური წერილი მიიღო რუსი კაპიტნის, დმიტრი ფალდიჩუკისგან, რომელსაც, მედიის თქმით, სარაკეტო თავდასხმა გენერალ-მაიორმა ალექსანდრ ტოლოპილომ უბრძანა. Minval წერს, რომ ეს ინფორმაცია მე-3 ოფიციალურმა პირმა, ლეიტენანტ-კოლონელ ნიკოლაი ორლანსკიმაც დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მან ბრძანება ტოლოპილოსგან მიიღო და ფალდიჩუკს გადასცა.
სავარაუდო წერილში ასევე აღწერილია, როგორ მისცა ტოლოპილომ "განზრახ ცრუ ჩვენება", როდესაც ამტკიცებდა, რომ საჰაერო თავდაცვის რაკეტები ჰაერში განადგურდა და თვითმფრინავს არ შეჯახებია, ამავდროულად, ის ინციდენტში საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერებს ადანაშაულებდა.
Minval აცხადებს, რომ იმ სამხედრო საჰაერო თავდაცვის ბრიგადაში, რომელმაც სავარაუდოდ თვითმფრინავს ესროლა, "ტექნიკური და ორგანიზაციული შეფერხებები იყო", რის გამოც თვითმფრინავი სამხედრო სამიზნეში — სავარაუდოდ უკრაინულ დრონში აერიათ. მანამდე, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გროზნო — თვითმფრინავის საწყისი დანიშნულების ადგილი — იმ მომენტში უკრაინული დრონების შეტევის ქვეშ იყო, რის გამოც რეგიონში განლაგებულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გადაუდებელი რეაგირება მოახდინეს.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა რუსულმა გამოძიებამ, გავრცელებული ცნობით, გენერალ ტოლოპილოს პირდაპირი პასუხისმგებლობა დაადგინა, Minval-ი წერს, რომ ის არ დასჯილა — პირიქით, ის დააწინაურეს.
უკრაინის სტრატკომის ცენტრმა ფაქტებზე სწრაფადვე მოახდინა რეაგირება და აღნიშნული შემთხვევა შეაფასა როგორც "კიდევ ერთი შენიღბვა — კიდევ ერთი ომის დანაშაული, რომელიც დაუსჯელი დარჩა".
Minval-მა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავზე თავდასხმაში მონაწილე რუსი ოფიცრების პირადი ტელეფონის ნომრები მოიპოვა და მათ დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. გამოცემა აცხადებს, რომ ისინი მტკიცებულებების აზერბაიჯანელი გამომძიებლებისთვის გადასაცემად მზად არიან.
ივლისის დასაწყისში Minval-მა, მათი თქმით, გაჟონილი აუდიოჩანაწერები გაავრცელა, სადაც კაპიტანი ფალდიჩუკი თვითმფრინავის ჩამოსაგდებად ბრძანებას იღებს. მაშინ ტოლოპილოს ვინაობა ჯერ არ იყო დადგენილი.
Minval-მა აღიარა, რომ აუდიომასალის ავთენტიკურობის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ მოახერხა, თუმცა რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ The Insider-მა აღნიშნა, რომ ჩანაწერები ნამდვილს ჰგავს.
აუდიოჩანაწერების გასაჯაროება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მკვეთრად დაძაბულ ფაზაში მოხდა. ეს, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, მასობრივ პოლიციურ რეიდს უკავშირდებოდა, სადაც ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ძმა ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები, ბაქოს განცხადებით, "განსაკუთრებული სისასტიკით" ცემით სამართალდამცველებმა მოკლეს. ეს დასკვნა სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა. რუსეთის ვერსიით კი, ისინი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ.
მომდევნო დღეებში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა — აზერბაიჯანმა რუსეთს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა, რუსეთთან დაკავშირებული ყველა კულტურული ღონისძიება გააუქმა და რამდენიმე რუსი ჟურნალისტი ჯაშუშობისთვის დააკავა.
ივლისის ბოლოსთვის დიპლომატიური დაძაბულობა შედარებით შემცირდა, თუმცა კრიზისი კვლავ გრძელდება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები