ჯეფ ბეზოსის 3-დღიანი ქორწილი ოფიციალურად დაიწყო — ნახეთ ფოტოები
ფოტო: SkyNews
ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსისა და მისი საცოლის, ლაურა სანჩესის, ექსტრავაგანტული ქორწილი ოფიციალურად დაიწყო. წყვილი ახლახან სასტუმრო Aman-თან შენიშნეს, საიდანაც ისინი საქორწილო წვეულებისკენ მიემართებიან.
"საუკუნის ქორწილი" ხუთშაბათს დაიწყო და შაბათის ჩათვლით გაგრძელდება. ამაზონის დამფუძნებელსა და ყოფილ ჟურნალისტ ლაურა სანჩეზს, ორწლიანი ნიშნობის შემდეგ მათი ქორწინების აღსანიშნად დაახლოებით 200 სტუმარი შეუერთდება.
ფოტო: SkyNews
ხუთშაბათს, წინასაქორწინო წვეულებისთვის, ლაურა სანჩესმა სკიაპარელის უახლესი კოლექციიდან მბზინავი ბროკადის კორსეტის კაბა მოირგო.
ლაურა სანჩესი სკაპიარელის კაბაში
ფოტო: Getty Images
ამასობაში, ბეზოსმა კლასიკური ჩაცმულობა აირჩია და იდეალურად შეკერილი კოსტიუმი თეთრ პერანგს შეუხამა, ხოლო სასტუმროს გარეთ მდგომ კამერებს გაუღიმა და ხელი დაუქნია.
ფოტო: GC Images
კუნძულ სან ჯორჯო მაჯორეს მახლობლად გამართულ ქორწილში ისეთ სახეებს ვიხილავთ, როგორებიც არიან — ივანკა ტრამპი, რომელიც ქმართან, ჯარედ კუშნერთან და შვილებთან ერთად, ოთხშაბათს ჩასვლისას გადაიღეს, ასევე კიმ კარდაშიანი, რომელიც ვენეციაში, ხუთშაბათს, დასთან და დედასთან, კრის ჯენერთან ერთად ჩავიდა, ისინი დღის ბოლოს ორლანდო ბლუმთან საუბრისას შენიშნეს.
ოპრა უინფრი და NFL-ის ყოფილი მცველი ტომ ბრედი იყვნენ ის VIP სტუმრები, რომლებიც ვენეციაში წყლის ტაქსებით ჩამოვიდნენ. სტუმრების სიას, გუშინ, კენდალ და კაილი ჯენერებიც შეუერთდნენ.
იხილეთ ფოტოები ქორწილიდან:
მოდელი ვიტორია ჩერეტი ტოვებს სასტუმროს
ფოტო: Getty Images
ოპრა უინფრი სასტუმრო Gricci Palace-სთან
ფოტო: Getty Images
ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშენი
კენდალ და კაილი ჯენერები
ფოტო: Getty Images
კიმ კარდაშიანი სასტუმრო Gritti Palace-სთან
ქორწილისკენ მიმავალი აშერი
ლეონარდო დიკაპრიო
ფოტო: Getty Images
კრის ჯენერი და მისი მეუღლე, ქორი გემბლი
ქლოი კარდაშიანი
ამასობაში, კლიმატის აქტივისტები ბეზოსისა და სანჩესის ქორწილს ისევ აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირით ადრე დემონსტრანტებმა ქორწილთან დაკავშირებით მრავალი შეშფოთება გამოთქვეს, მათ შორის აღნიშნეს ლოგისტიკური დარღვევები, გარემოზე იახტებისა და კერძო თვითმფრინავების უეცარი შემოდინებით მიყენებული ზიანი.
დემონსტრანტები ვენეციაში აპროტესტებენ ჯეფ ბეზოსის ქორწილს
ფოტო: ShutterStock
აღსანიშნავია, რომ კლიმატის აქტივისტების გარდა, შეშფოთება გამოთქვეს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა და კაიაკის გამქირავებლებმა. ერთ-ერთი მცირე ბიზნესის მფლობელის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხიდები "დაკეტა", რათა ლორენის, ბეზოსის და მათი სტუმრებისთვის გზა გაეთავისუფლებინათ, რის გამოც მომხმარებლების დიდი ნაწილი დაკარგეს.
"ხუთშაბათს, საღამოს, კლიენტების ჯგუფი გვყავდა დაჯავშნილი. თუმცა, მათ ჩვენთან დაკავშირება ვერ შეძლეს, რადგან ყველა ხიდი დაკეტილი იყო", — ამბობს ის.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ხიდების დაკეტვამ მათ დიდი ფინანსური ზარალი მოუტანა.
"მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯავშანი ჰქონდათ გაფორმებული, პოლიციამ ისინი არ შემოუშვა და ჯავშნის გაუქმება მოგვიწია, რამაც დიდი ფინანსური ზიანი მოგვაყენა" — განმარტავს ვენეციელი კაიაკის გამქირავებელი.
ამ დროისთვის, სან ჯორჯო მაჯორეს მახლობლად მობილიზებულია პოლიცია, ხოლო ქორწილთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
კომენტარები