არჩილ გორდულაძე: ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი [FARA] და დაემორჩილონ
"ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი [FARA] და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-ში", — ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის" ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"მათ შორის, ახლაც ისევ და ისევ დავალებით აკრიტიკებენ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. ამ კანონთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს მათზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს. განვმარტოთ რეალურად საქართველოში მოქმედი ამერიკული FARA რას ეხება: აშშ-ში ეს კანონი მიღებულია 1938 წელს - ეს კანონი დღემდე მოქმედია, იცავს ამერიკელების უსაფრთხოებას და მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ იცოდნენ, ვინ აფინანსებს მათ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობას, რომელიც პირდაპირ არის კანონით განსაზღვრული. ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს და იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ათეული წელია აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ქვეყანა, შიდა უსაფრთხოება და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას, ზუსტად ანალოგიურად აქვს ქართველებს და სახელმწიფოს, სუვერენიტეტის დასაცავად, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის - გარედან დაფინანსებული არაერთი რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობისგან და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა, არსებობდეს საკანონმდებლო ცვლილებები. ზუსტად ანალოგიურად ვრცელდება საქართველოში მოქმედი ამერიკული კანონი, როგორც ეს ამერიკაში მოქმედებს. მაგალითად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე აშშ-ში FARA არ ვრცელდება და საქართველოშიც ანალოგიურად არ გავრცელდება. ასევე, კანონით მთელი რიგი გამონაკლისებია განსაზღვრული და ყველას მოვუწოდებთ, რომ კეთილი ინებონ და წაიკითხონ…
ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული", — განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" 31 მაისიდან შევიდა ძალაში. აღნიშნული კანონის აღსრულება ანტიკორუფციულმა სამსახურმა უნდა განახორციელოს.
ამასთან დაკავშირებით, 29 მაისიდან ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოჩნდა FARA eFile სისტემა, სადაც რეგისტრაცია და მონაცემების ძიებაა შესაძლებელი.
"თუ ფიქრობთ, რომ ფიზიკური პირი, პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვა გაერთიანება არღვევს კანონის რომელიმე ნორმას ან აქვს რეგისტრაციის ვალდებულება და არ რეგისტრირდება, გთხოვთ, აცნობოთ ანტიკორუფციულ ბიუროს.
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელეფონის ნომერს: 0 (32) 219 33 20", — წერს ანტიკორუფციული ბიურო.
"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. ქართული ოცნების მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან, რომლის მიხედვით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა დაისჯება ჯარიმით 5-დან 10 000 დოლარამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
- მამუკა მდინარაძე: FARA-ს კანონის აღსრულება მოხდება ისე, როგორც ეს აშშ-ია, რიგ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
- "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" (FARA) საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა
- რაჟდენ კუპრაშვილი NGO-ებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ხვდება
- რაჟდენ კუპრაშვილი: "ფარას" კანონი არანაირად არ არის დაკავშირებული რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან
- ანტიკორუფციული ბიურო: "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" (FARA) 2025 წლის 31 მაისს ამოქმედდება
- ნონა ქურდოვანიძე: FARA-თი ფიზიკურ პირს შეიძლება მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ
-
ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ? ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ?
-
ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა
გადახედვა
-
გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
-
გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში
-
აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს
გადახედვა
-
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად
-
ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა
გადახედვა
-
SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
-
15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
გადახედვა
-
სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს
გადახედვა
-
გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს
გადახედვა
-
თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
-
ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
-
დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა" პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა"
გადახედვა
-
დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში
-
შალვა პაპუაშვილი: EU-მ, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი შალვა პაპუაშვილი: EU-მ, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი წლისთვის — PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო! მოემზადეთ ახალი წლისთვის — PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
კომენტარები