კახა კალაძე

კახა კალაძე

17 Apr. 2025, 15:24

"რეალურად, პრობლემა ისაა, რომ კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ებრძვიან, ვერ შეძლებენ გამჭვირვალობისა და სიცხადის გარეშე ქვეყანაში "შავი ფულის" შემოტანას. ვერ შეძლებენ, შემდეგ ამ ფულის ჩადებას რევოლუციაში, სახელმწიფო გადატრიალებაში და საზოგადოების დაპირისპირებაში. ეს არის ის, რაც რეალურად ამ ტიპის ბიუროკრატებს აწუხებთ.

ყველაფერი რაც კეთდება, იქნება ეს კანონების მიღება თუ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი კეთდება ქვეყნის საკეთილდღეოდ; რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, გავაძლიეროთ სუვერენიტეტი. ამ ტიპის ბიუროკრატებს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა არ მიეცემათ, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ. საქართველოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას და საშუალებას არავის არ მივცემთ. ეს არის ძალიან მარტივი. იქნება საჭირო დამატებით კანონების მიღება, სადაც ქვეყნის ინტერესები და გაძლიერებული სუვერენიტეტი იქნება გათვალისწინებული? გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თქმით, Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებულ საქმეზე…