კახა კალაძე

კახა კალაძე

24 Jul. 2025, 14:23

"არ ვიცი, როდის გააკეთა ეს განცხადება. თუ მართლა გასაკეთებელია, მე თუ მკითხავთ, ქვეყნიდან გასაგდებია თუ ევროკავშირის ელჩი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, როდესაც შენ გყავს კონკრეტული დამნაშავეები... ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით. ევროკავშირის ელჩთან პიროვნულად მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ მის სტატუსს იყენებს, მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას. რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს. ეს არის მოცემულობა. ის პროპაგანდა და ნარატივი, რაც თქვენ გაქვთ, რომ თურმე ეს აქციები, მშვიდობიანი აქციები იყო, თურმე იმ "მოლოტოვის კოქტეილს" მე და ჩემი თანაგუნდელები ვისროდით, თურმე ხელკეტებსა და ქვებს მანანა თოქმაჯიშვილი ესროდა სპეცრაზმსა და პოლიციელებს, თურმე ის ადამიანები საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილან...

თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება უნდა, ეს გადატრიალებისა და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება. არსებობს არჩევნები, არსებობს ცივილიზებული ფორმა და ამ ფორმით შენ უნდა მიხვიდე, დააფიქსირო შენი აზრი, ერთმა რიგითმა მოქალაქემ ვინ გინდა. არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ევროკავშირის ბიუროკრატიას არ მოეწონა შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს. ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას და მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ. რა უბედურებაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან. მათი დაფინანსებით, მათი მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით. რუსეთი ცალკე პრობლემაა. მოცემულობაა ის, რომ რუსეთი შეჭრილია საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს დაკავებული. გარედან ვიღაცები ვითომ რაღაც თავიანთი კეთილი ძრახვებით არიან დაკავებულები და რეალურად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამოყენება უნდათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ამას ფუთავენ ვითომ დემოკრატიული პროცესები. რა დემოკრატიული პროცესები, ნახონ თავიანთ ქვეყნებში რა ვითარებაა. რომელია დემოკრატიული პროცესი, რუმინეთში საპრეზიდენტო კანდიდატი რომ მოხსნეს იმის გამო უფრო ძლიერი იყო და უფრო მეტი რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა.

რაც შეეხება ისევ ევროკავშირის ელჩს, ეს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი ხედვაა და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი. პატივი უნდა სცენ პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოებრიობას და ევროკავშირის ელჩს და ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ხელი შეუწყოს თუნდაც საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. ელჩთან მე როგორც ადამიანთან რამე საპირისპირო კი არ მაქვს, მაგრამ მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ქვეყანაში ოფიციალური პირი. კეთილი უნდა ინებოს და თავი უნდა შეიკავოს ამ ტიპის განცხადებებისგან, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი კახა კახიშვილი ექიმ მაია კოხტაშვილის…