ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საერთაშორისო სანქციები ადამიანთა უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული პროცესების შეჩერების გამო დაუწესდა. ფინანსური და სავიზო შეზღუდვები მაღალჩინოსნებს, პროპაგანდისტებსა და თავად ივანიშვილს შეეხო.

ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, სავარაუდოდ, "ოფშორული კანონის" შეღავათებს იყენებენ ოფშორული ზონებიდან კომპანიების საქართველოში გადმოსატანად. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის 15-მა წევრმა უკვე მოითხოვა ივანიშვილის დასანქცირება, რაც მისი მთელი ბიზნესის დაზარალებას გამოიწვევს.

მასალა მომზადებულია ForSet-ის მონაცემთა კომუნიკაციის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.