მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმების ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი აქვეყნებს ნეტგაზეთისა და ბათუმელების უკანონოდ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნას.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ (გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, შინაგანი სნეულებები) და ელენე გიორგაძემ (ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია) მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივამედში" 2025 წლის 7 თებერვალს მოინახულეს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა (ოფთალმოლოგი) პაციენტი 12 თებერვალს მოინახულა.
გიორგი გვილიასა და ელენე გიორგაძის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები
"კლინიკაში ყოფნის პერიოდში, 7 თებერვლის ჩათვლით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა და მისი მდგომარეობისა და გამოკვლევების შედეგების მიხედვით პრაქტიკულად სრულყოფილი სამედიცინო ჩარევა. ამ მხრივ, კლინიკის სამედიცინო პერსონალთან სამედიცინო კონსილიუმის წევრებს პრეტენზია და სერიოზული შენიშვნები არ გვაქვს.
შეიძლება ითქვას, რომ შიმშილობის 27-ე დღეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით ისეთი უკიდურესად მძიმე არ იყო, როგორიც ეს შესაძლებელია ყოფილიყო შიმშილობის ამ ვადაზე. 2025 წლის 7 თებერვლისთვის სხეულის მასის კლება არ აჭარბებდა საწყისი მასის 10%–ს. არ იყო შიმშილობის ე.წ. კეტოზის სტადია. ანალიზებით არ აღენიშნებოდა მძიმე ანემია და რკინის მძიმე დეფიციტი. არ იყო აციდოზის ლაბორატორიული მონაცემები. არ აღენიშნებოდა გლომერულური ფილტრაციის დაქვეითება, ნორმაში იყო კრეატინინის და შარდმჟავას დონე. შრატის ცილა და ალბუმინი იყო ნორმის ქვედა ზღვართან, ასევე, არსებითად დარღვეული არ იყო გლიკემიური პროფილი, არ აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილება. ექოკარდიოსკოპული მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში (ჯერჯერობით არ აღენიშნებოდა მძიმე შიმშილობისთვის სახასიათო გულის ზომების შემცირება). საყურადღებო იყო ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება, გულის რიტმი სინუსური, ბრადიკარდიის ზღვარი, 60 დარტყმა წთ–ში. პაციენტს არ ჰქონდა ჰიპოთერმია, არ უჩიოდა ქოშინს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის და ლაპარაკის დროს (საყურადღებო იყო მხოლოდ ზოგადი სისუსტე და შენელებული, მაგრამ სრულიად ადეკვატური მეტყველება). არ აღნიშნავდა მხედველობის, სმენის და ყნოსვის დაქვეითებას. სითხეს (წყალი) იღებდა ადეკვატურად, პერორულად. წყლის ყლაპვის დროს არ აღნიშნავდა მძიმე ეზოფაგიტისთვის სახასიათო ტკივილის შეგრძნებას საყლაპავის გასწვრივ, მიუხედავად იმისა, რომ ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპიით დადგენილი ჰქონდა რეფლუქს–ეზოფაგიტის დიაგნოზი LA-C ვარიანტი (დიდი ზომის შერწყმისკენ მიდრეკილი ღრმა ეროზიები საყლაპავის დისტალურ ნაწილში).
2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ნარჩუნდებოდა გლუკოზის ხსნარის ინფუზიით, ელექტროლიტური ბალანსი შენარჩუნებული იყო ელექტროლიტების სისტემატური ინფუზიით. ანემიას მკურნალობდნენ რკინის და B ჯგუფის ვიტამინების ინფუზიით ( B1; B2; B6 და B12). არ იყო გამოხატული რკინის და B12 ვიტამინის მძიმე დეფიციტი, მძიმე ანემია. B1 ვიტამინი ეძლეოდა ვერნიკეს შესაძლო ენცეფალოპათიის პროფილაქტიკისთვის (2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტს ამ სინდრომის სიმპტომები არ აღენიშნებოდა).
კიდურების მოძრაობა თავისუფალი, პალატაში გადაადგილდებოდა თავისით, დახმარების გარეშე, თუმცა, მოძრაობდა ნელა. არ უჩიოდა მუცლის ტკივილს, არ ჰქონდა გამოხატული გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომატიკა (ამისთვის დანიშნული ჰქონდა PPI და ანტაციდი).
2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა. ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით პაციენტს, ვურჩიეთ შეეწყვიტა შიმშილობა და დაეწყო კვება სპეციალური გაიდლაინის მიხედვით, ან თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას (რაც იყო კიდეც მისი გადაწყვეტილება), დაკვირვება და მკურნალობა გაგრძელებულიყო კლინიკის პირობებში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ოფთალმოლოგ გიორგი ჯავრიშვილის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები
"პაციენტს კლინიკა "ვივამედში" ჩაუტარდა ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკა. დადგინდა დიაგნოზი: ორივე თვალის III ხარისხის კერატოკონუსი.
რამდენიმე წლის წინ მარცხენა თვალი ნაოპერაციევია კერატოკონუსის გამო - გაკეთდა რკალების იმპლანტაცია.
ამჟამად, პაციენტი აღნიშნავს მხედველობის დისკომფორტს და თვალების სიმშრალეს, რაც შეესაბამება შიმშილობის ფონზე ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.
მიმდინარეობს მშრალი თვალის სინდრომის კონსერვატიული მკურნალობა", — ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები