საქართველოდან გაძევებული აშშ-ს მოქალაქე

5 Jan. 2025, 13:14

1 დეკემბერს დამაკავეს პროტესტის მონაწილე 107 მოქალაქესთან ერთად, იმ მოტივით, რომ ვიყავი არასწორ დროს არასწორ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი ამერიკის მოქალაქე ვიყავი, მცემეს და მოსამართლემ დამაკისრა $ 1000 ჯარიმა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრამდე აღმოვჩნდით მტრულ გარემოში, სპეცრაზმელები აბუჩად მიგდებდნენ და, ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენის გარეშე, მიბრძანეს დამეტოვებინა ქვეყანა 5 დღის განმავლობაში, ეს მოთხოვნა გავასაჩივრე პროფესიონალ ადვოკატებთან ერთად და დაახლოებით 5 000 დოლარი დავხარჯე იურიდიული მომსახურებისთვის, თუმცა ნათელი იყო, რომ ჩემი აპელაცია არ დაკმაყოფილდებოდა, ამის მიზეზი ძალოვანი სამსახურების მიერ მოკერებული იარლიყია, თითქოს რაიმე პრობლემას ვუქმნიდი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.

ამის გარდა, მუდმივად ვიღებდი სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც მემუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ ქვეყანა დამეტოვებინა, ვიცოდი, თუკი საქართველოში ყოფნის პერიოდში ამაზე მედიასთან ვისაუბრებდი აუცილებლად დამაკავებდნენ და კვლავ ციხეში აღმოვჩნდებოდი. 28 დეკემბერს, როცა ამერიკაში გამგზავრება გადავწყვიტე, დამაკავეს საპასპორტო კონტროლის დროს, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად შემშინებოდა და დაბრუნებაზე არასდროს მეფიქრა.

თქვა ეთნიკურად ქართველმა აშშ-ს მოქალაქემ, ნიკ ლოლაძემ, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციაზე დააკავეს და სცემეს. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  3. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა
  4. უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
  5. როგორი ამინდი იქნება ამ ზაფხულს? — გარემოს ეროვნული სააგენტო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორ აღნიშნავენ ოჯახის დღეს რუსეთში — იხილეთ რობოტების ქორწილი

რობოტები სულ უფრო და უფრო დიდ როლს ასრულებენ სახლებში, სამუშაო ადგილებსა თუ საზოგადოებრივ სივრცეებში, თუმცა მოსკოვში…