ქვიზი: რამდენად კარგად გესმის შენი უფლებები?
კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების ცოდნა თითოეული მოქალაქისათვის მნიშვნელოვანია, რადგან, სამწუხაროდ, გვიწევს ცხოვრება ისეთ დროში, რომელშიც უსამართლობის მსხვერპლი შეიძლება იმ პირებისგანაც კი გახდე, ვისაც სწორედ ამ უფლებების დაცვა ევალება.
ხშირად კანონიერი ქცევა უკანონობა გვგონია და თავს ვარიდებთ — პირიქითაც ხდება ხოლმე, ამიტომ უფლებების ზედმიწევნით კარგად ცოდნა კანონმორჩილ მოქალაქეობასთან მჭიდროდ გადაბმული ცნებაა.
შეებრძოლე ჩვენს ქვიზს და გაიგე, რამდენად კარგად გესმის შენი უფლებები!
ქვიზი: რამდენად კარგად გესმის შენი უფლებები?
ტესტის დაწყება1 / 10 მოდი ბოლო პერიოდში აქტუალური კითხვით დავიწყოთ: რისი უფლება გაქვთ, თუ პოლიციიდან გირეკავენ და გამოკითხვაზე გიბარებენ?
- შემიძლია განყოფილებაში გამოკითხვაზე უარი ვთქვა და დაველოდო მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვას
- შემიძლია ტელეფონით გამოკითხვა მოვითხოვო
- უფლება მაქვს, ვუსაყვედურო პოლიციელს უდროო დროს დარეკვისთვის!
- დუმილის უფლება მაქვს! უბრალოდ, ჩუმად მოვუსმენ და ყურმილს დავკიდებ!
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
2 / 10 და თუ იცი, რა უნდა ქნა, თუ მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაგიბარეს?
ნატალია ავალიანი / On.ge
- შემიძლია ავადმყოფობა მოვიმიზეზო და სახლში დავრჩე
- არც ამ შემთხვევაში ვარ ვალდებული, ჩვენება მივცე!
- მივალ და ცრუ ჩვენებას მივცემ!
- აუცილებლად უნდა გამოვცხადდე, გამოუცხადებლობა კანონდარღვევაა...
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
3 / 10 კიდევ ერთ აქტუალურ თემას მივადგეთ: როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა გაფიცვის უფლება?
ლანა როყვა / On.ge
- არა, გაფიცვა შრომითი ხელშეკრულების დარღვევაა და შეუძლიათ, სამსახურიდან გამიშვან
- უფლება მაქვს, თუმცა მაინც უკანონობაა
- დიახ, რა თქმა უნდა, გაფიცვის წესებს კონსტიტუციაც კი არეგულირებს!
- გაფიცვა საქართველოს კონსტიტუციით იკრძალება
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
4 / 10 ხშირად დასმული შეკითხვა — თუ ქუჩაში პოლიციელმა გაგაჩერათ, გაქვთ ვიდეოს გადაღების უფლება?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელს ნიღაბი უკეთია
- დიახ, საჯარო სივრცეში ვიდეოს გადაღების უფლება მაქვს
- არა, პოლიცია როცა გაჩერებს, ვიდეო არ უნდა გადაიღო
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელის სამხრე კამერაც ჩართულია — მხოლოდ მე არ უნდა ვიღებდე
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
5 / 10 როგორ ფიქრობთ, რამდენი ხნით შეუძლია პოლიციელს ქუჩაში თქვენი შეჩერება?
Rex
- რამდენი ხნითაც თავად ჩათვლის საჭიროდ
- აქვს უფლება, ქუჩაში 48 საათის განმავლობაში შემაყოვნოს
- ქუჩაში შეჩერების დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს
- არაუმეტეს 30 წუთისა
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
6 / 10 როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა არასრულწლოვანს აქციებზე ყოფნის უფლება?
Civil Georgia
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
7 / 10 გავართულოთ: თუ იცით ნომერი, რომელზეც უნდა დარეკოთ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები არ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას?
რადიო თავისუფლება
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
8 / 10 ჩამოთვლილთაგან, რომელია ვალდებული, იყოს მოწმე?
მარიამ მერლანი/ On.ge
- ბრალდებულის ყოფილი ცოლი
- ადვოკატი, რომელმაც საქმესათან კავშირში მყოფი ინფორმაცია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შეიტყო
- ბრალდებულის მეგობარი
- ბრალდებულის მამა
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
9 / 10 და თუ გაქვთ ვალდებულება, "გაზის შესამოწმებლად" მოსულ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ პოლიციელებს კარი გაუღოთ?
პუბლიკა
- თუ სასამართლო განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება წარმომიდგინეს, მევალება, რომ ჩხრეკის უფლება მივცე
- ყველა შემთხვევაში ვალდებული ვარ, პოლიციას ჩხრეკის უფლება მივცე
- შემიძლია, ბინის ჩხრეკის უფლება არავის მივცე, თუნდაც სასამართლო განჩინება არსებობდეს
- დიახ, კარი უნდა გავუღო იდენტობის დადასტურებამდე — მართლა გაზს რომ ამოწმებდნენ?
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
10 / 10 ბოლოს მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაგისვათ: ჩამოთვლილთაგან, რომელ წინადადებას არ ვხვდებით კონსტიტუციის მე-17 მუხლში?
Ilia Samurganidi (RFE/RL)
- კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად
- ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
- აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
Tenor
Tenor
Tenor
Tenor
ქვიზი მომზადდა On.ge-ს მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია on.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
კომენტარები